Image Alt

წიგნები

ვაფლის გულები

9,90 

მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი

განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ…

არ არის მარაგში

აღწერა

„ვაფლის გულების“ ავტორს, მარია ფარს ხშირად ადარებენ ასტრიდ ლინდგრენს და არცთუ უსაფუძვლოდ: მის წიგნში მოთხრობილი მხიარული, ხიფათიანი ამბები აუცილებლად გაგახსენებთ დიდ შვედ საბავშვო მწერალს, თუმცა, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ნორვეგიელი ავტორი სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნის, რომელშიც ბევრი სიკეთე, ერთგულება, სიყვარული და სევდაა. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებები აერთიანებს `ვაფლის გულების~ ყველა პერსონაჟს – როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.

ISBN 9789941309601
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

168

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.