Image Alt

წიგნები

წვრილმანების ღმერთი

17,90 

მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე

თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური თუ რელიგიური თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებია აღწერილი, მასში უხვად გაფანტული რეალიების გამო ის ბოლომდე ინარჩუნებს ეგზოტიკურ სურნელსა და ფერებს.

მარაგში

არტიკული: 9789941371455 კატეგორია: ჭდე: , , , , , ,

ინდოეთი

არუნდატი როი

დაიბადა 1961 წელს

არუნდატი როი თანამედროვე ინდური ლიტერატურის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. წერა 1980-იანი წლებიდან დაიწყო, რაც, ძირითადად, ფილმების სცენარებზე მუშაობით შემოიფარგლებოდა. პარალელურად როიმ პოლიტიკური აქტივისტის სტატუსიც მოირგო და მისი სამწერლო მოღვაწეობაც ამ დროს დაიწყო. არუნდატი როის დოკუმენტური პროზისა და ესეისტიკის თემატიკა თანამედროვე მსოფლიოსთვის უაღრესად მწვავეა. სწორედ ამ ფაქტორმა აქცია ის თანამედროვე ლიტერატურული, და არამხოლოდ ლიტერატურული, სცენის მოწინავე ფიგურად.

1997 წელს გამოსული „წვრილმანების ღმერთი“ ავტორის უმთავრესი ნამუშევარია მხატვრულ პროზაში, რამაც ხელი შეუწყო, იმ ფაქტს, როი თანამედროვე მსოფლიო პროზის დიდოსტატად ეღიარებინათ. წიგნმა გამოსვლისთანავე მსოფლიო ყურადღება მიიქცია და ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, „ბუკერიც“ კი მიენიჭა.  მისი მეორე რომანი, „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“ 2017 წელს გამოვიდა და 50ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

დღეისათვის არუნდატი როი აქტიურადაა ჩართული ადამიანის უფლებებისა და ბუნების დაცვის კამპანიაში და ამ მხრივ რამდენიმე პროექტსაც ახორციელებს.

აღწერა

არუნდატი როი – წვრილმანების ღმერთი

თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო.რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც.თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი.ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური.თუ რელიგიური თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ჩვეულებრივი.ადამიანური ვნებებია აღწერილი, მასში უხვად გაფანტული რეალიების გამო ის ბოლომდე ინარჩუნებს.ეგზოტიკურ სურნელსა და ფერებს.

„წვრილმანების ღმერთი“ დასავლურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ.გამოცემისთანავე (1997) „ყოველმხრივ გამორჩეულ ლიტერატურულ შედევრად“ აღიარა და მას ინგლისურენოვანი.ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია „ბუკერი“ მიანიჭა. მწერლის.სამშობლოში „წვრილმანების ღმერთს“, რომელშიც იუმორით, მაგრამ კრიტიკულადაა წარმოჩენილი.ინდოეთი და ტაბუდადებული საკითხები.შეუნიღბავადაა აღწერილი, აგრესიულად შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, არუნდატი.როი არ კარგავს თავის გავლენას. იგი კვლავაც აქტიურად.მონაწილეობს ინდოეთის სოციალურსა და პოლიტიკურ.ცხოვრებაში, არის აღიარებული პუბლიცისტი.

 

 

ISBN 9789941371455
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

გვერდების რაოდენობა

460

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…