წრიპა ბიჭის დღიური: მოგზაურთა ედემი (წიგნი 15)
11,90 ₾
მთარგმნელი: ნინო გოგალაძე
ოთხ კედელში დიდხანს გამოკეტილ ჰეფლებს ერთმანეთი ყელში ამოუვიდათ. თანაც არდადეგებია და ყველას სჭირდება დასვენება. აი, სწორედ ამ დროს გადაწყვეტს დიდედა გამი ბიძია გარის საკემპინგო ფურგონის თავიდან მოშორებას. ეს კი მშვენიერი შანსია, როგორც დედა ამტკიცებს, ოჯახმა ერთად დააგროვოს სასიამოვნო ოჯახური მოგონებები. საკემპინგო ადგილის ძიებაში ჰეფლები „მოგზაურთა ედემში“ აღმოჩნდებიან. ნეტა გაამართლებს ბანაკი თავის სახელს?
მარაგში
ა.შ.შ.
დაიბადა 1971 წელს
ჯეფ კინი მსოფლიო ბესტსელერი „წრიპა ბიჭის დღიურისა“ და სერიის მომდევნო წიგნების ავტორია. 2009 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ ჯეფ კინი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. ჯეფ კინი სამხრეთ მასაჩუსეტსში ცოლსა და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს, სადაც საკუთარი წიგნის მაღაზია აქვს. ჯეფ კინი ცდილობს დაარწმუნოს ბავშვები, რომ წიგნებთან გატარებული დრო უფრო სახალისოა, ვიდრე ეკრანებთან. მისი წიგნები მართლაც იმდენად მიმზიდველია ბავშვებისთვის, რომ ის ეხმარება მშობლებსა და აღმზრდელებს, დაახლოვონ ბავშვები წიგნებთან და განუვითარონ მათ კითხვის ჩვევა.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.