Image Alt

წიგნები

წრიპა ბიჭის დღიური: დიდი მოგზაურობა (წიგნი 9)

11,90 

მთარგმნელი: ბესო გვენეტაძე

ყველა თაობაში დასმული კითხვა – „ძველი დრო ჯობია თუ ახალი?“ – ჰეფლების ოჯახშიც აქტუალურია. დედ-მამა და პაპა, რა თქმა უნდა, „ტკბილ“ წარსულს მისტირიან. ამიტომაც შეიტანს გრეგის დედა მერიაში პეტიციას, რომლის მიხედვითაც მთელმა ქალაქმა ნებაყოფლობით უნდა გაატაროს შაბათ-კვირა ელექტრონული მოწყობილობების გარეშე. გრეგს კი ჰარდსქრებლის ფერმებში უწევს „ძველ დროში“ გადაბარგება. შეძლებს ნეტა წრიპა ბიჭი ასეთ რთულ პირობებში თავის გადარჩენას?

მარაგში

ა.შ.შ.

ჯეფ კინი

დაიბადა 1971 წელს

ჯეფ კინი მსოფლიო ბესტსელერი „წრიპა ბიჭის დღიურისა“ და სერიის მომდევნო წიგნების ავტორია. 2009 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ ჯეფ კინი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. ჯეფ კინი სამხრეთ მასაჩუსეტსში ცოლსა და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს, სადაც საკუთარი წიგნის მაღაზია აქვს. ჯეფ კინი ცდილობს დაარწმუნოს ბავშვები, რომ წიგნებთან გატარებული დრო უფრო სახალისოა, ვიდრე ეკრანებთან. მისი წიგნები მართლაც იმდენად მიმზიდველია ბავშვებისთვის, რომ ის ეხმარება მშობლებსა და აღმზრდელებს, დაახლოვონ ბავშვები წიგნებთან და განუვითარონ მათ კითხვის ჩვევა.

აღწერა

მთარგმნელი: ბესო გვენეტაძე

ოჯახური მოგზაურობა, წესით, კარგი გართობა უნდა იყოს… მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ჰეფლების ოჯახი არ ხართ. მათ მოგზაურობას თავიდან კარგი პირი უჩანს, მაგრამ მალე ყველაფერი ირევა. ბენზინგასამართი სადგურის საპირფარეშოები, გადარეული თოლიები, ავარიები და გაქცეული გოჭი გრეგ ჰეფლის წარმოდგენას დროსტარებაზე ნამდვილად არ ემთხვევა. თუმცა, ყველაზე ცუდი მოგზაურობაც კი შეიძლება თავგადასავლად იქცეს. ეს ზუსტად ის მოგზაურობაა, რომელიც ჰეფლებს დიდხანს არ დაავიწყდებათ.

ISBN 9789941307393
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

224

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,35 კგ
ზომები 1,5 × 14 × 20,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.