Image Alt

წიგნები

ცნობილი ხუთეული: ისევ კირინის კუნძულზე (წიგნი 6)

8,90 

ყველაფერი იმით იწყება, რომ ჯორჯი წერილს იღებს – დედა ამცნობს, მამას სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის კირინის კუნძულისნაირი ადგილი სჭირდება და ცოტა ხნით იქ დასახლებას აპირებსო. ჯორჯი აღშფოთებულია: რა დროს ესაა, როცა არდადეგები იწყება და ჯულიენთან, დიკთან, ენისთან და ტიმთან ერთად კუნძულზე დასვენებას გეგმავს?!

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ცნობილი ხუთეულის თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს!

ყველაფერი იმით იწყება, რომ ჯორჯი წერილს იღებს – დედა ამცნობს, მამას სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის კირინის კუნძულისნაირი ადგილი სჭირდება და ცოტა ხნით იქ დასახლებას აპირებსო. ჯორჯი აღშფოთებულია: რა დროს ესაა, როცა არდადეგები იწყება და ჯულიენთან, დიკთან, ენისთან და ტიმთან ერთად კუნძულზე დასვენებას გეგმავს?! თუმცა ტყუილად ღელავს ჯორჯი, რადგან ხუთეულს კირინის კუნძულზე საოცარი ამბები ელის. სერიის მეექვსე წიგნში წაიკითხავთ, როგორ იხსნის ცნობილი ხუთეული დესპოტი მამინაცვლისგან პატარა ბიჭს, მარტინს, გარდაუვალი საფრთხისაგან კი – კუნძულზე დასახლებულ ძია კვენტინს.

ISBN 9789941303067
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

168

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,241 კგ
ზომები 1,5 × 14 × 21 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…