Image Alt

წიგნები

ტყის ჩეხა

10,90 

„ტყის ჩეხა“ თომას ბერნჰარდის ყველაზე პოპულარული და სკანდალური რომანია. ის 1984 წელს დაწერა.

მარაგში

ავსტრია

თომას ბერნჰარდი

1931 - 1989

თომას ბერნჰარდი, პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, 1931 წელს ჰოლანდიის ქალაქ ჰერლენში დაიბადა. აქ დედამისი მოახლედ მუშაობდა. ნახევარი წლის შემდეგ ოჯახი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად. ბერნჰარდმა მთელი ცხოვრება სწორედ ავსტრიაში გაატარა. იყო მუსიკოსი, დრამატურგი და რომანისტი.

ბერნარდი პატარა ასაკიდანვე ებრძოდა სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის - ჭლექს, მკურნალობდა სანატორიუმებში. ამ ყველაფერმა მის პიროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა. იგი ჩაკეტილი და ასოციალური ადამიანი იყო, იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში.

ბერნჰარდის უნიკალურმა პიროვნებამ და ხელოვნების სხვადასხვა დარგში განსწავლულობამ მის პროზას ინდივიდუალური და განუმეორებელი სტილი შესძინა, რაც კარგად აისახა რომანებში: „შესწორება“, „დამარცხებული“ და „ტყის ჩეხა“.

სიცოცხლეში ბერნჰარდს ავსტრიის ფარგლებს გარეთ უფრო აფასებდნენ, ვიდრე ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ნაწარმოებები და სტატიები არსებული რეალობის მიმართ კრიტიკული იყო.

აღწერა

„ტყის ჩეხა“ თომას ბერნჰარდის ყველაზე პოპულარული და სკანდალური რომანია. რადგან ავტორს დიდად არც უცდია, დაემალა, ვის გულისხმობდა მოქმედ პირებში, ბევრმა ამოიცნო თავისი თავი. ზოგიერთი მათგანის ჩივილის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წიგნის გაყიდვა დროებით შეჩერებულიც კი იყო ავსტრიაში, რამაც რომანს, ბუნებრივია, მეტი პოპულარობა მოუტანა.

ISBN 9789941370267
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

217

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.