Image Alt

წიგნები

ტორტი ზეცაში

9,90 

მთარგმნელი: ირმა მალაციძე

„ტორტი ზეცაში“ ჯადოსნურ და თან ნამდვილ სამყაროში მოგზაურობაა, საიდანაც საუცხოო შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდებით.

მარაგში

არტიკული: 9789941372001 კატეგორია: ჭდე: ,

იტალია

ჯანი როდარი

1920 - 1980

ჯანი როდარი მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშნველოვან საბავშვო იტალიელ ავტორად ითვლება. იგი იტალიის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ ომეგნაში დაიბადა. ახალგაზრდა ჯანი როდარი დაწყებით სკოლაში ასწავლიდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი გაზეთში დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა მისი პირველი საბავშვო ნაწარმოებებიც. 1950 წლის შემდეგ თავი მთლიანად სამწერლო საქმიანობას მიუძღვნა. 1970 წელს მან ჰანს ქრისტიან ანდერსენის ჯილდო მიიღო.

აღწერა

ჯანი როდარი სიყვარულისა და სასწაულების გამავრცელებელი მეზღაპრეა. ის გამბედავი პატარებისა და ახირებული უფროსების შესახებ გამაოგნებელ ამბებს გვიყვება.

ამ ჯადოსნურ მოგზაურობაში საკვირველ პერსონაჟებს შეხვდები. მათ შორის ნახავ ჭკვიან და ერთგულ შინაური ცხოველს, სასაცილო პოლიციელს, წიკვინა დამლაგებელს, მშიშარა პროფესორსა და ბევრ სხვას.

წარმოიდგინე, რომ იტალიაში, რომის გარეუბანში ცხოვრობ. ერთ მშვენიერ დილას ცაში, უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩნდება. ესე იგი, წინ აუცილებლად ისეთი თავგადასავალი გელის, რომელსაც შენი თანატოლები სულმოუთქმელად წაიკითხავენ.

კი, მაგრამ მაინც რა ხდება? მარსელების თავდასხმაა? იქნებ ჩვენგან განსხვავებული არსებები მფრინავი თეფშით შორეული გალაქტიკებიდან მოფრინდნენ?

ამ წიგნიდან შეიტყობ, როგორ შეიძლება, საძულველი იარაღი უცბად იქცეს უკარგეს რამედ იქცეს. – თანაც, ისეთ შესანიშნავ, ბუმბერაზ რაღაცად, რომლისკენაც მთელი ქალაქის პატარები სიხარულით გაიქცევიან.

მერედა, ცაში დაკიდებული ხომალდის თავსატეხს ვინღა ამოხსნის? კი, სწორად მიხვდი, ბავშვები.

ISBN 9789941372001
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

14.5 X 21.5

გვერდების რაოდენობა

124

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.