Image Alt

წიგნები

ტომ სოიერის თავგადასავალი

8,90 

 

 

„ტომ სოიერის თავგადასავალი“  მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნია, თუმცა, თავად ავტორი თურმე დიდხანს ყოყმანობდა, ვერ განესაზღვრა, ვისთვის იყო მისი წიგნები – დიდებისთვის თუ ბავშვებისთვის. მწერალმა ბოლოს ასე გადაწყვიტა: უმთავრესად ბიჭებისა და გოგონებისთვის ვწერდი, მაგრამ იმედი მაქვს, უფროსებიც წაიკითხავენ, რადგან ჩემი განზრახვა იყო, მათთვისაც გამეხსენებინა, როგორები იყვნენ ერთ დროს თავად ისინი, რას ფიქრობდნენ ან ამბობდნენ, ან რა უცნაურ ოინებს იგონებდნენ ხოლმეო.

ამრიგად, ეს წიგნი თანაბარ სიამოვნებას მიანიჭებს ბავშვებსაც და უფროსებსაც.

 

 

მარაგში

მარკ ტვენი

ემიუელ ლენგჰორნ კლემენსი, იგივე მარკ ტვენი 1835 წელს ფლორიდაში დაიბადა. მსოფლიოში ცნობილი მწერალი, იუმორისტი, გამომცემელი და ლექტორი დღემდე რჩება ბავშვებისა და უფროსების საყვარელ მწერლად.

უილიამ ფოლკნერი მას „ამერიკული ლიტერატურის მამას“ უწოდებდა: „მარკ ტვენი პირველი ნამდვილი ამერიკელი მწერალი იყო და ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები ვართ“.

მკითხველებს დღესაც ხიბლავთ ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები, ლიტერატურათმცოდნეები კი მარკ ტვენის მიერ შექმნილ მხატვრულ სამყაროს სწავლობენ და აანალიზებენ.

მარკ ტვენს სხვადასხვა სამწერლო ფსევდონიმით დაწერილი აქვს უამრავი მხატვრული თუ კრიტიკული ნაშრომი, ხოლო მისი ლექციებისა და სიტყვით გამოსვლების დიდი ნაწილი დაკარგულად ითვლება. სწორედ ამიტომ მარკ ტვენის ბიბლიოგრაფია დღემდე არ არის სრულად შედგენილი და მისი შემოქმედების კვლევა კვლავაც გრძელდება.

აღწერა

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.

მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

ISBN 9789941309458
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

296

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.