Image Alt

წიგნები

კომპლექტი: თორნიკე შარაშენიძის “დიპლომატიის ისტორია”

30,90 

დიპლომატიის ისტორია (XIX საუკუნე)

"დიპლომატიის ისტორია (XIX საუკუნე)" ცოცხალი და საინტერესო ენით გვიამბობს ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ, რომელიც იწყება ნაპოლეონის ომებით და სრულდება გერმანიის გაერთიანებით, რუსულ-თურქული ომითა და ბალკანური კონფლიქტებით.

მე-19 საუკუნის ისტორიამ თავი მოუყარა ყველა დროის უდიდეს დიპლომატებს, მხედართმთავრებსა და მონარქებს, რომელთაც შეცვალეს მსოფლიოს რუკა, შემოიღეს დიპლომატიური ხელოვნების სტანდარტები და საერთაშორისო ურთიერთობათა წესები.

წიგნს შევყავართ გასაოცარი ინტრიგებისა და დიპლომატიური ტრიუკების დაუნდობელ სამყაროში, რომელშიც არ არის ემოციების, პირადი გრძნობების ადგილი და სადაც ყველაფერს სახელმწიფოებრივი ინტერესი განსაზღვრავს.

ავტორი უკვე მუშაობს წიგნის გაგრძელებაზე, რომელიც მოიცავს დიპლომატიის ისტორიას პირველი მსოფლიო ომის ეპოქაში.

მარაგში

დიპლომატიის ისტორია (1890-1920)

ევროპის ძველი და თითქოსდა მივიწყებული დრამები მოულოდნელად ახალ ევროპაშიც, ან უშუალოდ ევროპის მოსაზღვრე ანაქრონისტულ, ისტორიის შემაფერხებელ რეჟიმებშიც იჩენენ ხოლმე თავს. ესაა ღრმა და, რაც მთავარია, ნიჭიერად დაწერილი ისტორიულ-ანალიტიკური ნაშრომი, რომლის წაკითხვის შემდეგაც უამრავ მნიშვნელოვან, დამაფიქრებელ და პარადოქსულ დეტალებს შეიტყობთ 100 წლის წინანდელი ევროპის შესახებ.

მარაგში

დიპლომატიის ისტორია (1920-1939)

"დიპლომატიის ისტორია (1920-1939)" მორიგი, მესამე ნაწილია სერიისა, რომლის წინა წიგნებშიც XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველი ოცწლეულის დიპლომატიის ისტორიაა მიმოხილული. თავის ახალ ნაშრომში თორნიკე შარაშენიძე საინტერესოდ და მსუბუქად, ამავე დროს, სიღრმისეულად მოგვითხრობს გასული საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების ევროპის პოლიტიკურ ყოფაზე და იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე, რომლებმაც შემდგომ მეორე მსოფლიო ომის ბედი განსაზღვრა. სხარტი, ლაღი ენით დაწერილ ტექსტში მკითხველი ბევრს შეიტყობს მეორე მსოფლიო ომამდე მიმდინარე მთავარი დიპლომატიური თამაშებისა და მათი წარმმართველების შესახებ.

მარაგში

მარაგში

არტიკული: 9789941304323 კატეგორია: ,
ISBN 9789941304323
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

ფორმატი

გვერდების რაოდენობა

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.