Image Alt

წიგნები

თეთრი გვარდია, ბატონი დე მოლიერის ცხოვრება, თეატრალური რომანი

30,90 

მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი

კრებული მიხაილ ბულგაკოვის სამ რომანს აერთიანებს – „თეთრი გვარდია“, „ბატონი დე მოლიერის ცხოვრება“, „თეატრალური რომანი“. მათგან ორი ავტობიოგრაფიულია.

„ბატონი დე მოლიერის ცხოვრება“ ფრანგი დრამატურგის, მოლიერის შესახებ გვიამბობს, თუმცა მკითხველი იოლად დაინახავს კავშირს ავტორისა და პერსონაჟის ცხოვრებას შორის.

მარაგში

არტიკული: 9789941308819 კატეგორია: ჭდე: , , , , ,

აღწერა

ავტობიოგრაფიული რომანი „თეთრი გვარდია“ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს ასახავს. რომანის მთავარი გმირი ალექსეი ტურბინია. ის, მიხაილ ბულგაკოვის მსგავსად, კიეველია. ასევე სამხედრო ექიმია და 28 წლისაა.

ავტორის სიცოცხლეში რომანის მხოლოდ რამდენიმე თავი დაიბეჭდა. მთლიანად 1966 წელს გამოიცა. ეს მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ მოხდა.

რომანის საფუძველზე მისივე შექმნილი პიესა „ტურბინთა დღეები“ მოსკოვის სამხატვრო თეატრში დაიდგა. ნებართვა სტალინმა გასცა. თუმცა ბელადმა პიესა ასე შეაფასა: „ეს ანტისაბჭოურია. ბულგაკოვი ჩვენიანი არ არის!“

ავტობიოგრაფიულია „თეატრალური რომანიც“. ავტორი დახვეწილი იუმორით, საინტერესოდ და თხრობის დამატყვევებელი მანერით გადმოსცემს მოსკოვის სამხატვრო თეატრის ამბებს. სწორედ იქ იდგმებოდა მისი პიესები. თვითონ რეჟისორად მუშაობდა და მსახიობობდა კიდეც.

„ბატონ დე მოლიერის ცხოვრება“ ერთი შეხედვით ბიოგრაფიულია. ასახავს აბსოლუტიზმის ეპოქაში ფრანგი დრამატურგის, მოლიერის ცხოვრებას. თუმცა მკითხველი იოლად დაინახავს კავშირს ავტორისა და პერსონაჟის ცხოვრებას შორის.

ISBN 9789941308819
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

708

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.