Image Alt

წიგნები

თეთრი ეშვი

10,90 

მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე

ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად – მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი  ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა. თეთრი ეშვი ჯერ სამარხილე ძაღლი გახდა, შემდეგ კი ბოროტი და დაუნდობელი ლამაზო სმიტის ხელში მებრძოლ არსებად იქცა.

მარაგში

აღწერა

ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად – მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი  ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა. თეთრი ეშვი ჯერ სამარხილე ძაღლი გახდა, შემდეგ კი ბოროტი და დაუნდობელი ლამაზო სმიტის ხელში მებრძოლ არსებად იქცა. თეთრი ეშვი ბოროტი იყო, როცა შეუბრალებელ პატრონებთან ცხოვრობდა, მზრუნველ უიდონ სკოტთან კი მას სიკეთის უნარი დაუბრუნდა…

ამერიკელი მწერლის ჯეკ ლონდონის რომანი `თეთრი ეშვი~ 1906 წელს გამოქვეყნდა პირველად. მას შემდეგ ეს საოცარი ოსტატობით გადმოცემული სულისშემძვრელი  ამბავი მრავალ ენაზე ითარგმნა და სხვადასხვა ქვეყნის მკითხველისთვის საყვარელ წიგნად იქცა.

მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

ISBN 9789941370939
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14,5X21,5

გვერდების რაოდენობა

295

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.