Image Alt

წიგნები

The Three Musketeers

9,90 

ადაპტირებული კლასიკის სერიაში შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.

მარაგში

აღწერა

The Three Musketeers / სამი მუშკეტერი სერიით „ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად“

მეოთხე საფეხური – B1.2

სერიაში ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.

The Three Musketeers / სამი მუშკეტერი:

ადაპტირებულია – ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კლასიკური ნაწარმოებები ადაპტირებულია ისე, რომ პასუხობს ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხოური ენის, მოთხოვნებს.

ილუსტრირებულია -დეტალური და ფერადი ილუსტრაციები ამარტივებს წიგნის შინაარსის გაგებასა და გააზრებას.

ავტორისა და კულტურის აღწერა – თითოეულ წიგნს ახლავს შესავალი ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ავტორისა და ნაწარმოებში აღწერილი ამა თუ იმ კულტურის შესახებ.

აუდიომასალა – ვებგვერდზე sulakauri.edu.ge განთავსდება შესაბამისი აუდიომასალა, რომლის მოსმენაც მოსწავლეებს „ონლაინ“ შეეძლებათ. აუდიომასალის უკეთ გასააზრებლად მათ წიგნში მოცემული სავარჯიშოები დაეხმარება

მრავალფეროვანი სავარჯიშოები – პასუხობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და მიმართულია ლექსიკის, გრამატიკის, წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებისკენ; ასევე, თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურსებს.

  • სურათების დაკავშირება შესაბამის სიტყვებთან;
  • სიუჟეტური ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით;
  • ტექსტებში აბზაცების, წინადადებების დასაწყისისა და დასასრულის მოძიება და მითითება;
  • წინადადებისა თუ სიტყვის პოვნა აბზაცში;
  • ტექსტში ნაცნობი სიტყვების მოძიება ინსტრუქციის მიხედვით;
  • გამოტოვებული სიტყვის სწორად ჩასმა წინადადებაში;
  • მოსასმენი სავარჯიშოები.

The Three Musketeers / სამი მუშკეტერი სკოლის მოსწავლეებსა და ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ენის საფუძვლიანად ათვისებაში დაეხმარება. ათოსის, პორთოსის, არამისისა და დარტანიანის მეგობრობის ამბავი თაობიდან თაობას დღემდე გადაეცემა. შენც წაიკითხე ალექსანდრე დიუმას ეს რომანი და გაიგე, როგორ დაუმეგობრდნენ მუშკეტერები ერთმანეთს.

მკითხველი გირჩევთ:

ადაპტირებული-კლასიკა
ადაპტირებული-კლასიკა

 

 

ISBN 9789941304989
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.50 X 21.00

გვერდების რაოდენობა

128

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,243 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • შარლოტ ბრონტე
    Jane Eyre
    10,90