Image Alt

წიგნები

თბილისი კომენტარით

44,90 

წიგნის მთავარი გმირი – თბილისი, გამუდმებით იცვლის სხეულს. მასთან სხვადასხვა ინტერესით და მიზნით ურთიერთქმედებენ საზოგადოებები. გამოსახულებები, რომლებიც თბილისის ტატუებია, დროთა განმავლობაში იცვლება. ამის მიზეზი ხან ხალხია, ხან კი – დრო.

წიგნში თავმოყრილია თბილისის იერსახის მრავალშრიანი არქივი/ლექსიკონი, რომელიც აღწერს მოსახლეობების კომენტარებსა თუ მანიფესტაციებს ქუჩაში. ამ მხრივ თბილისი ერთგვარ ლიტერატურულ ძეგლსაც შეიძლება შევადაროთ, რადგან ის ინახავს ენას რომელიც კონკრეტულმა დრომ შექმნა; წიგნში კი გადმოცემულია მისი წარსულის წარწერები და ნახატები, რომლებიც გაქრნე ან შეიცვალენ. ეს წიგნი ამ წარმავალი ინფორმაციის ერთგვარი არქივია.

კედლებზე წერა – თვითგამოხატვის ეს საშუალება – კანონით ისჯება, რაც ხელოვნების ამ ფორმას ექსტრემალურ ღირებულაბას ანიჭებს. წიგნში მოთავსებული სურათების ნაწილი ზუსტად იმ კანონდარღვევებზე გვიყვება, რომელიც შემქმნელისთვის თავისუფალ სიტყვად გარდაიქმნება. ეს წიგნი ქალაქის ფასადის საიდუმლოებებზე მოგვითხრობს და თბილისის ნაცნობ და უცნობ ესტეტიკურ სურათს გვიჩვენებს.

მარაგში

არტიკული: 9789941370700 კატეგორია: ჭდე: ,
ISBN 9789941370700
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

25.00 X 17.60

გვერდების რაოდენობა

192

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.