Image Alt

წიგნები

თავისუფალ ქვეყანაში

7,50 

„თავისუფალ ქვეყანაში“ მოიცავს პროლოგს, სამ მოთხრობასა და ეპილოგს. მოთხრობების გმირები სხვადასხვა ქვეყნის შვილები არიან, განსხვავებული მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში აღმოჩენილები. არის კი ამ ადამიანების მოგზაურობა ის გზა, რომელიც მათ თავისუფლებას აპოვნინებს, თუნდაც უცხო მიწაზე? და მაინც, რა არის თავისუფლება და როდის არის ადამიანი თავისუფალი? ამ კითხვებზე დააფიქრებს მკითხველს ვ. ს. ნაიპოლის მოთხრობების ეს კრებული.

მარაგში

ვ. ს. ნაიპოლი

1932-2018

ვ.ს ნაიპოლი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი მწერალია, რომელიც დაიბადა 1932 წელს ტრინიდადსა და ტობაგოში.

1880 წელს მისი ბებია-ბაბუა ინდოეთის ჩრდილოეთიდან კუნძულ ტრინიდადზე გადასახლდა, სადაც ისინი პლანტაციაში მუშაობდნენ, მამა ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მწერალმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის შესასწავლად სტიპენდია მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. ეს იყო პირველი დიდი მოგზაურობა, დამოუკიდებლად გავლილი 7000 კილომეტრი, რამაც ახალგაზრდაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და მთელი დედამიწის შემოვლის საღერღელი აუშალა. და მართლაც, მისი შემოქმედების შთაგონების წყაროდ იქცა სხვადასხვა დროს ინდოეთში, აფრიკაში, აზიის ისლამურ ქვეყნებში სტუმრობა, ასევე ანტილის არქიპელაგის კუნძულებზე გატარებული ბავშვობა.

ნაიპოლის 1971 წელს რომანისთვის „თავისუფალ ქვეყანაში“ ბუკერის პრემია გადასცეს. 1989 წელს მწერალმა ტრინიდადი და ტობაგოს უმაღლესი ეროვნული ჯილდო, სამების ჯვარი დაიმსახურა. 1990 წელს მან დიდი ბრიტანეთის რაინდის წოდება მიიღო. 2001 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

აღწერა

მთარგმნელი: ნათია მეჩითიშვილი

„ლიტერატურული ოდისეა“ ქართველ მკითხველს სთავაზობს ნობელის პრემიის ლაურეატი ბრიტანელი მწერლის, ვ. ს. ნაიპოლის (ვიდიადჰარ სურაჯპრასად ნაიპოლი, 1932-2018) ნაწარმოებს “თავისუფალ ქვეყანაში”.

სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მწერალმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის შესასწავლად სტიპენდია მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. ეს იყო პირველი დიდი მოგზაურობა, დამოუკიდებლად გავლილი 7 000 კილომეტრი, რამაც ახალგაზრდაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და მთელი დედამიწის შემოვლის საღერღელი აუშალა. და მართლაც, მისი შემოქმედების შთაგონების წყაროდ იქცა სხვადასხვა დროს ინდოეთში, აფრიკაში, აზიის ისლამურ ქვეყნებში სტუმრობა, ასევე ანტილის არქიპელაგის კუნძულებზე გატარებული ბავშვობა.

„თავისუფალ ქვეყანაში“ მოიცავს პროლოგს, სამ მოთხრობასა და ეპილოგს. მოთხრობების გმირები სხვადასხვა ქვეყნის შვილები არიან, განსხვავებული მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში აღმოჩენილები. არის კი ამ ადამიანების მოგზაურობა ის გზა, რომელიც მათ თავისუფლებას აპოვნინებს, თუნდაც უცხო მიწაზე? და მაინც, რა არის თავისუფლება და როდის არის ადამიანი თავისუფალი? ამ კითხვებზე დააფიქრებს მკითხველს ვ. ს. ნაიპოლის მოთხრობების ეს კრებული.

ISBN 9789941307119
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

334

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.