Image Alt

წიგნები

სვანის მხარეს

24,90 

მთარგმნელი: სოფიო ბენდიაშვილი

მარსელ პრუსტი (1871-1922) მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლადაა აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ მას  „ერთი ნაწარმოების ავტორს“ უწოდებენ. ფრანგი მწერალი, რომელიც მოდერნიზმის მამამთავრად, დეკადენტური რომანის ფუძემდებლადაა მიჩნეული, ცნობილი გახდა შვიდი რომანისგან შემდგარი ციკლით – „დაკარგული დროის ძიებაში“. „სვანის მხარეს“ ამ ციკლის პირველი წიგნია.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941238284 კატეგორია: ჭდე: ,

საფრანგეთი

მარსელ პრუსტი

1871 - 1922

მარსელ პრუსტი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლადაა აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ მას „ერთი ნაწარმოების ავტორს“ უწოდებენ. ფრანგი მწერალი, რომელიც მოდერნიზმის მამამთავრად და დეკადენტური რომანის ფუძემდებლადაა მიჩნეული, ცნობილი გახდა შვიდი რომანისგან შემდგარი ციკლით „დაკარგული დროის ძიებაში“. „სვანის მხარეს“ ამ ციკლის პირველი წიგნია.

მაღალი წრის შეძლებულ ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი მწერლის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა საფრანგეთის ისტორიაში. ფრანგული არისტოკრატიის ზეგავლენის შესუსტება და საშუალო კლასის მომძლავრება შემდგომ მის შემოქმედებაშიც აისახა. „დაკარგული დროის ძიებაში“ მარსელ პრუსტის რეალური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული, გონებაში ღრმად დალექილი შთაბეჭდილებების ნაკრებია. ციკლის პირველ წიგნში მთხრობელი საკუთარ ბავშვობას იხსენებს. ცხრა წლის მარსელი ასთმით დაავადდა და იძულებული გახდა, ზაფხული ილიეში გაეტარებინა. რომანში „დაკარგული დროის ძიებაში“ ილიე კომბრედ იქცა. სწორედ იქ მიმდინარეობს რომანის უმთავრესი პერიპეტიები. „სვანის მხარეს“ გარდა მთხრობლის ბავშვობისა, ოჯახის ძველი მეგობრის, მესიე სვანის ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზეც გვიყვება. ღრმად ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური, „იმპრესიონისტული“ ტექსტი, რომელიც მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების ნაცვლად ინტუიციურ წვდომას, სუბიექტურ აღწერას გვთავაზობს, ღრმად იჭრება მკითხველის გონებაში და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

აღწერა

მარსელ პრუსტი (1871-1922) მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლადაა აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ მას  „ერთი ნაწარმოების ავტორს“ უწოდებენ. ფრანგი მწერალი, რომელიც მოდერნიზმის მამამთავრად, დეკადენტური რომანის ფუძემდებლადაა მიჩნეული, ცნობილი გახდა შვიდი რომანისგან შემდგარი ციკლით – „დაკარგული დროის ძიებაში“. „სვანის მხარეს“ ამ ციკლის პირველი წიგნია.

მაღალი წრის შეძლებულ ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი მწერლის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა საფრანგეთის ისტორიაში. ფრანგული არისტოკრატიის ზეგავლენის შესუსტება და საშუალო კლასის მომძლავრება შემდგომ მის შემოქმედებაშიც აისახა. „დაკარგული დროის ძიებაში“ მარსელ პრუსტის რეალური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული, გონებაში ღრმად დალექილი შთაბეჭდილებების ნაკრებია. ციკლის პირველ წიგნში მთხრობელი საკუთარ ბავშვობას იხსენებს. ცხრა წლის მარსელი ასთმით დაავადდა და იძულებული გახდა, ზაფხული ილიეში გაეტარებინა. ილიე „დაკარგული დროის ძიებაში“ კომბრედ იქცა. სწორედ იქ მიმდინარეობს რომანის უმთავრესი პერიპეტიები. „სვანის მხარეს“ გარდა მთხრობელის ბავშვობისა, ოჯახის ძველი მეგობრის, მესიე სვანის ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზეც გვიყვება. ღრმად ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური, „იმპრესიონისტული“ ტექსტი, რომელიც მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების ნაცვლად ინტუიციურ წვდომას, სუბიექტურ აღწერას გვთავაზობს, ღრმად იჭრება მკითხველის გონებაში და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ „სვანის მხარეს“ ქართულად პირველად გამოიცემა – წიგნის გამოსვლიდან (1913 წ.) საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ.

მთარგმნელი: სოფიო ბენდიაშვილი

ISBN 9789941238284
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

568

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,759 კგ
ზომები 1,5 × 14 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.