Image Alt

წიგნები

სკანდარი და ცალრქის ქურდი

19,90 

დაივიწყე, რაც აქამდე უწყინარ ცალრქებზე გაგეგო. ჯადოსნურ კუნძულზე სახიფათო, სტიქიური ძალებით დამუხტული ცალრქები ბინადრობენ, რომელთა სამართავად გამოცდილი მხედრებია საჭირო. მაგრამ ეს ყველას როდი შეუძლია – ცალრქისა და მისი მხედრის ბედი დაბადებისთანავე ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ასეთ იღბლიანებს ინკუბატორიუმში მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კვერცხი ელით.

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ა.ფ. სტედმენი



ანაბელ სტედმენი ახალგაზრდა დებიუტანტი საბავშვო მწერალია. მისი სადებიუტო წიგნი „სკანდარი და ცალრქის ქურდი” 2022 წლის 28 აპრილს გამოიცა.


ანაბელ სტედმენი პროფესიით იურისტია და მისი თავდაპირველი პროფესიული საქმიანობა სწორედ ამ სფეროს უკავშირდება. „სკანდარი და ცალრქის ქურდის” იდეა ჯერ კიდევ 2013 წელს დაებადა. თუმცა, წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც კემბრიჯის უნივერსიტეტის შემოქმედებითი წერის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.


ანაბელ სტედმენსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამომცემლობას - Simon & Schuster-ს შორის გაფორმებული კონტრაქტი უკვე შეფასდა საგამომცემლო სფეროში უპრეცენდენტო შემთხვევად.
 წიგნის გამოცემის უფლება შეძენილი აქვს ათობით ქვეყანას და ის ერთდროულად 40-მდე ენაზე, მათ შორის ქართულად გამოიცა.

ასევე გაყიდულია წიგნის ეკრანიზაციის უფლება.

აღწერა

დაივიწყე, რაც აქამდე უწყინარ ცალრქებზე გაგეგო. ჯადოსნურ კუნძულზე სახიფათო, სტიქიური ძალებით დამუხტული ცალრქები ბინადრობენ, რომელთა სამართავად გამოცდილი მხედრებია საჭირო. მაგრამ ეს ყველას როდი შეუძლია – ცალრქისა და მისი მხედრის ბედი დაბადებისთანავე ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ასეთ იღბლიანებს ინკუბატორიუმში მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კვერცხი ელით.

კონტინენტზე მცხოვრები სკანდარ სმიტიც საკუთარ ცალრქაზე ოცნებობს, მაგრამ სანამ სანატრელი ინკუბატორიუმის კარი მისთვის გაიღება, როგორმე კუნძულამდე უნდა მიაღწიოს, ამაში კი ვიღაც დაჟინებით უშლის ხელს.

ამასობაში კუნძულს იდუმალი ბოროტმოქმედი, მეტსახელად „მქსოველი“ ემუქრება, რომელიც მხედრებს თავს ესხმის და მათ ცალრქებს იტაცებს.

ISBN 9789941308451
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

15.30 X 23.40

გვერდების რაოდენობა

400

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.