Image Alt

წიგნები

შველი, სახელად კოპლი

8,90 

მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა

ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა – გზაზე შველს მანქანა დაეჯახა. ნადიამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, მაგრამ პაწაწა ნუკრს სიცოცხლე აჩუქა. ასე გაჩნდა „მუხის კორომის” ფერმაში ლამაზთვალება ციცქნა კოპლი.

მარაგში

ელენ პიტერსი



ჰელენ პიტერსი არის ჯილდოების მფლობელი საბავშვო წიგნების ავტორი. მისი წიგნები ნომინირებულია Carnegie Medal 2020-ზე და დასახელებულია უოტერსტოუნის საბავშვო წიგნის პრიზის მოკლე სიაში. ჰელენ პიტერსის საბავშვო ლიტერატურა Independent Bookshops Children’s book-ის თვის წიგნებსა და თაიმსის კვირის საბავშვო წიგნებს შორისაა.

ქართულ ენაზე სულაკაურის გამომცემლობის მიერ ნათარგმნი და გამოცემულია ჰელენ პიტერსის სამი წიგნი: „გოჭი, სახელად ბატიბუტი”, „კნუტი, სახელად კნაჭა“ და „ძაღლი, სახელად კექსი”.

აღწერა

„შველი, სახელად კოპლი“ „ჯეინი და მისი ცხოველების“ სერიას ეკუთვნის. ამ სერიის მომნუსხველი პატარა ამბები ხან გაგაცინებთ, ხანაც აგატირებთ და თავს აუცილებლად შეგაყვარებთ.

ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა – გზაზე შველს მანქანა დაეჯახა. ნადიამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, მაგრამ პაწაწა ნუკრს სიცოცხლე აჩუქა. ასე გაჩნდა „მუხის კორომის” ფერმაში ლამაზთვალება ციცქნა კოპლი. ჯეინმა დედობილის მოვალეობა იკისრა, ნუკრს მზრუნველობას არ აკლებდა, თავს დასტრიალებდა, მაგრამ ხიფათი ვერ ააცილა.

რა დაემართა კოპლს? რატომ ვერავინ დაეხმარა? რა ბედი ეწევა – ფერმაში დარჩება თუ თავშესაფარში იცხოვრებს? – ჯეინს ფიქრი მოსვენებას არ აძლევს…

ISBN 9789941372025
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13 X 19.8

გვერდების რაოდენობა

144

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.