Image Alt

წიგნები

შრომა, გურია

11,90 

სოფელ შრომის მცხოვრები რიჩარდ მუჯირი, მას მერე, რაც წინა საღამოს სახლში არმობრუნებულ ძროხას ტყეში დაგლეჯილს იპოვის, აბსურდულ ამბავში ეხვევა. დაზღვეული საქონლისთვის კომპენსაცია ეკუთვნის, თუმცა სადაზღვევო კომპანიას გაუგონარი მოთხოვნები აქვს.

მხოლოდ 13 ცალია მარაგში

საქართველო

მიხეილ ციხელაშვილი

დაიბადა 1992 წელს

მიხეილ იოჰანი მიხეილ ციხელაშვილის ფსევდონიმია. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და ისტორიის მიმართულებით, მოგვიანებით კი სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კულტურის მენეჯმენტის მიმართულებაზე. გატაცებულია ხელოვნებით, ლიტერატურითა და კინემატოგრაფიით.

2019 წელს გამოიცა მისი სადებიუტო წიგნი მიბრუნება.

აღწერა

სოფელ შრომის მცხოვრები რიჩარდ მუჯირი, მას მერე, რაც წინა საღამოს სახლში არმობრუნებულ ძროხას ტყეში დაგლეჯილს იპოვის, აბსურდულ ამბავში ეხვევა. დაზღვეული საქონლისთვის კომპენსაცია ეკუთვნის, თუმცა სადაზღვევო კომპანიას გაუგონარი მოთხოვნები აქვს.
მოთხრობაში – „შრომა, გურია“ – ამ უჩვეულო თავგადასავლის ფონზე იშლება პერსონაჟთა ისტორია და მათი პორტრეტები.
მეორე მოთხრობა – „გუგა არჩვაძის რეპეტიცია“ – გვიყვება სკოლის მოსწავლეზე, რომელსაც მის გარშემო არსებული აპოკალიფსური რეალობაც კი ვერ ავიწყებს პირად განცდებსა და იმედებს, მრავალი მოზარდისთვის ნაცნობი პრობლემებით სავსე ცხოვრებას…
მიხეილ ციხელაშვილი, რომელიც მკითხველმა გაიცნო მიხეილ იოჰანის ფსევდონიმით გამოქვეყნებული რომანით „მიბრუნება“,
ახალ კრებულში თავისებური, ერთდროულად მსუბუქი და ემოციური თხრობით გვიხატავს გურიის სოფლისა თუ დედაქალაქის უბრალო მცხოვრებლების ნაცნობ რეალობას.
„პირველ მოთხრობაში გურული პასტორალური ამბით ვიხალისე, მეორეგან კი მოულოდნელი ურბანული მძიმე ტრაგედია დამხვდა…
ერთმანეთისგან განსხვავებული ეს ორი მოთხრობა მსუბუქად იკითხება, ამავდროულად, მკითხველში მძაფრ ემოციებს აღძრავს.“
ბესო სოლომანაშვილი
„გუგა არჩვაძის რეპეტიცია“ საუკეთესო რეპეტიციაა წარმოსახვისთვის – წარმოიდგინოთ, თუ როგორ ნაწილ-ნაწილ ქრება და ასფალტის ველად იქცევა თბილისი (გეცნოთ?) და საუკეთესო მოგზაურობაც კაცად შედგომის მტკივნეულ გზაზე, თანმდევი ტაბუებით და შფოთვებით.“
თამთა მელაშვილი
ISBN 9789941306976
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.50 X 19.50

გვერდების რაოდენობა

186

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…