Image Alt

წიგნები

შეუჩერებლები

19,90 

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ადამიანები შეუჩერებლები ვართ. როგორც ჩანს, ჩვენი შეჩერება არაფერს შეუძლია.

დაბრკოლებების გადალახვას ყოველთვის ვახერხებთ. ლომების დასამარცხებლად  იარაღები დავამზადეთ, ოკეანეების გადასაცურად გემები ავაგეთ, დედამიწა რომ გვეპატარავა, კოსმოსური ხომალდები გამოვიგონეთ.

თუმცა, როგორც ჩანს, არც შეჩერება შეგვიძლია. დიდხანს ვერაფერი გვაკმაყოფილებს. რასაც უნდა მივაღწიოთ, უფრო მეტი გვინდა; სადაც უნდა წავიდეთ, სიმშვიდეს ვერსად ვპოულობთ.

როგორ ვახერხებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას?

რატომ ვერ ვპოულობთ ვერსად სიმშვიდეს?

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941370977 კატეგორია: ჭდე: ,

იუვალ ნოახ ჰარარი

ისრაელელი ისტორიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, იუვალ ნოახ ჰარარი 1976 წელს დაიბადა ჰაიფაში. მომავალმა მეცნიერმა განათლება იერუსალიმში მიიღო, სადაც შუა საუკუნეებისა და მილიტარიზმის ისტორია შეისწავლა; 2002 წელს კი დოქტორის ხარისხი მიიღო ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. ჰარარის სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანი ჰომო საპიენსი და მისი განვითარების საფეხურებია. მისი კვლევის საგანი საკმაოდ ფართო თემებს მოიცავს: უკავშირდება თუ არა ისტორიული და ბიოლოგიური განვითარება ერთმანეთს? რა განასხვავებს ჰომო საპიენსს სხვა ცხოველებისგან? არის თუ არა ისტორია სამართლიანი და ვითარდება თუ არა იგი ერთი მიმართულებით? - ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც ისრაელელი მეცნიერი თავის ნაშრომებში ცდილობს. დღეისათვის ჰარარი სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს წერს ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: The Guardian, Financial Times, The New York Times, The Wall Street Journal, The Economist and Nature Magazine. ამავდროულად კი მოწვეული ლექტორის სტატუსით გამოდის მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში, რომლის დროსაც აქტიურად მიმოიხილავს თავის კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებს. ჰარარიმ 2009-2012 წლებში ორჯერ მიიღო პოლონსკის პრემია შემოქმედებითობისა და ორიგინალურობისთვის. 2011 წელს ჰარარი მილიტარიზმის ისტორიის შესახებ დაწერილი შესანიშნავი სტატიების გამო მონკადოს პრიზითაც დააჯილდოეს. გასულ წელს კი მისმა მთავარმა ნაშრომმა - "საპიენსმა" - "წლის აკადემიური წიგნის" წოდება დაიმსახურა.

აღწერა

ისრაელელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, იუვალ ნოახ ჰარარი გვიამბობს არაჩვეულებრივ ისტორიას, თუ როგორ ვიქეცით ადამიანები დედამიწის მმართველებად, როგორ აღმოჩნდა ყველა ცხოველის ბედი ჩვენს ხელში და როგორ მივიყვანეთ გადაშენებამდე ბევრი მათგანი… ავტორი გვიამბობს იმ ხერხებზეც, თუ როგორ შეიძლება შევცვალოთ ეს რეალობა, გადავარჩინოთ ცხოველები და ვიქცეთ სუპერგმირებად!

ISBN 9789941370977
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

16,0X23,0

გვერდების რაოდენობა

172

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.