Image Alt

წიგნები

შანტარამი

34,90 

1980 წელს ავსტრალიის პენტრიჯის ციხიდან პატიმარი გრეგორი პიტერ ჯონ სმიტი გაიქცა. მას „ჯენტლმენ ბანდიტს“ უწოდებდნენ, რადგან შეიარაღებულ ძარცვაზე ჟილეტსა და კოსტიუმში გამოწყობილი მიდიოდა, მსხვერპლს თავაზიანად ესაუბრებოდა და ფულის მიღების შემდეგ მადლობას უხდიდა.

მომდევნო ათი წელი ინდოეთში გაატარა, როგორც იქაური მაფიის წევრმა, საბოლოოდ კი ავსტრალიაში დააბრუნეს და ისევ ციხეში აღმოჩნდა. ციხიდან კიდევ ერთხელ სცადა გაქცევა, თუმცა გადაიფიქრა, საკანში დაბრუნდა და ბოლომდე მოიხადა სასჯელი. სწორედ მეორე პატიმრობის დროს გადაწყვიტა, თავს გადამხდარი ფურცელზე გადაეტანა. იმის მიუხედავად, რომ ზედამხედველებმა მისი ნაწერი ორჯერ გაანადგურეს, დიდი ხნის შემდეგ მაინც დაიბადა რომანი „შანტარამი“.

მარაგში

გრეგორი დევიდ რობერტსი

გრეგორი დევიდ რობერტსი 1952 წლის 21 ივნისს ავსტრალიის მელბურნში დაიბადა. ძალიან ცოტა რამ ვიცით რობერტსის ბავშვობის შესახებ და თავადაც იშვიათად იხსენებს ადრეულ წლებს. შედარებით უფრო მკვეთრი მონახაზი გვაქვს ახალგაზრდობის პერიოდზე: სტუდენტობის პერიოდში ის მემარცხენე და ანარქისტულ დაჯგუფებთან იყო დაკავშირებული. ცოლთან გაშორებისა და შვილზე მეურვეობის დაკარგვის შემდეგ, მან თავშესაფარი ნარკოტიკებში იპოვა. მალევე ხელი მძარცველობას მიჰყო, თუმცა ამ ერთი შეხედვით ძალიან გაცვეთილ კრიმინალურ საქმიანობაშიც თავისი უჩვეულო ბუნება გამოავლინა: ის ყოველთვის დახვეწილ კოსტიუმში გამოწყობილი ძარცვავდა ხალხს და თავის მსხვერპლებს თავაზიანი ფორმებით — „გეთაყა, გმადლობთ“ — მიმართავდა. სწორედ ამის გამო მას „ჯენტლმენი ბანდიტი“ შეარქვეს. 1980 წელს დააპატიმრეს, მაგრამ ციხიდან გაპარვა მოახერხა. მეტიც — მან როგორღაც ინდოეთამდე ჩააღწია და ათი წლის განმავლობაში მშობლიურ ავსტრალიაში ძებნილად ითვლებოდა. ინდოეთში მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის გამოსადეგი ცოდნით საავადმყოფო გაეხსნა, ადგილობრივი მაფიის წევრი გამხდარიყო, ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრისას ებრძოლა, ბოლივუდის ფილმებში ეთამაშა და მუმბაის ციხეში ამოეყო თავი. როგორც მოგვიანებით ეს გამოცდილება აღწერა, ამ ციხეში ისე სასტიკად აწამეს, რომ არ ეგონა, თუ იქიდან ცოცხალი გამოვიდოდა. 1990 წელს კვლავ დააპატიმრეს და ავსტრალიაში დააბრუნეს. სწორედ ავსტრალიის ციხეში მეორედ მოხვედრის შემდეგ დაიწყო მან პირველ წიგნზე მუშაობა, რომლის ხელნაწერიც ციხის მცველებმა ორჯერ გაუნადგურეს. რომანის წერა თავიდან, მესამედ დაიწყო და დაასრულა კიდეც: 2003 წელს გამოქვეყნდა შანტარამი, მსოფლიო ბესტსელერი, რომელიც 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მისი ექვს მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

აღწერა

მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე

რომანის მთავარი გმირი, რომლის ნამდვილ სახელს ავტორი, გრეგორი დევიდ რობერტსი, არ ახსენებს, გაქცეული პატიმარია ყალბი პასპორტით. ბომბეიში ჩასვლისთანავე მის თვალწინ იშლება ფერადოვანი, მრავალ ენაზე მოლაპარაკე, ექსტრავაგანტური სილამაზის ინდოეთი. იქ ერთმანეთის გვერდით არსებობს უკიდურესი სიღატაკე და ზღვარგადასული ფუფუნება, სისასტიკე და გულმოწყალება, გაუტანლობა და ერთგულება.

ახლობლების მონატრებით, ხიფათითა და სიყვარული აღსავსე მისი ცხოვრების მთავარი გაკვეთილი კი ასეთია: ადამიანის ცხოვრების გზას განსაზღვრავს არჩევანი სიძულვილსა და შენდობას შორის. გრეგორი დევიდ რობერტსის რომანი მკითხველს მოუთხრობს გრძელ გზაზე: ის გაიარა ლინ ფორდმა – მისტერ ლინდსეიმ – გრეგორი პარკერმა – ლინბაბამ, სანამ გახდებოდა შანტარამი – ადამიანი ღვთისგან ბოძებული მშვიდობიანობით, ანუ მშვიდობიანი ადამიანი.

ISBN 9789941306877
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

15.50 X 23.50

გვერდების რაოდენობა

970

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…