აღწერა
ესაა შაგი ბეინის ამბავი – ბიჭისა, რომელიც ჯერ კიდევ დედის კალთას არმოშორებული შეუდგა ტანჯვის გრძელ, უსასრულო გზას. ჩუმ, მგრძნობიარე, სიყვარულით აღსავსე ყმაწვილს შინ ალკოჰოლიკი დედის პატრონობა უწევს, გარეთ კი – იმ საზოგადოებასთან დაპირისპირება, რომელიც მისგან მოითხოვს, „ნორმალური“ იყოს.
რომანში მთელი თავისი სიპირქუშითა და სიმახინჯით მოჩანს გლაზგოს გარეუბნები, იქაური მცხოვრებლები, მათი ცხოვრებისეული ბრძოლა თუ დანებება, ულმობლობა და დაუცველობა.
რომანი გვიყვება იმაზე, თუ როგორია, სიღარიბით, უმუშევრობითა და აპათიით დაღდასმულ სოციუმში იყო სხვების არამსგავსი, მათთვის მიუღებელი, ფაქიზი ბუნების მოზარდი.
ავტორის შესახებ
დაგლას სტიუარტი დაიბადა და გაიზარდა გლაზგოში. ლონდონში ხელოვნების სამეფო კოლეჯის დამთავრების შემდეგ ნიუ იორკში გადავიდა, სადაც მოდის
დიზაინერი გახდა. მისი მოთხრობები გამოქვეყნებულა „ნიუ იორკერში“. „შაგი ბეინი“ მწერლის დებიუტია, რომელმაც 2020 წელს მას ბუკერის პრემია მოუტანა.
2022 წელს გამოიცა დაგლას სტიუარტის არანაკლებ წარმატებული მეორე რომანი „ახალგაზრდა მუნგო“.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.