Image Alt

წიგნები

საუბრები მეგობრებთან

12,90 

რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ასე ბევრს, როცა საერთოდ არ იცნობენ არც საკუთარ თავს და არც ერთმანეთს? ფრენსისის, ბობის, ნიკისა და მელისას ურთიერთობა რეალურ ცხოვრებასა და ვირტუალურ სივრცეში ვითარდება. ისინი უსასრულოდ სვამენ და ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და სვამენ, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ… სექსსა და მეგობრობაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, პოლიტიკასა და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრენსისი ცდილობს, თავისი ცხოვრება მკაცრად აკონტროლოს, მისი და მელისას ქმრის, ნიკის, უწყინარი ფლირტი სრულიად მოულოდნელად ვნებიან ურთიერთობაში გადაიზრდება და ფრენსისს დღევანდელი დღით ცხოვრების მტკივნეულ მომხიბვლელობას აღმოაჩენინებს.

 

მარაგში

სალი რუნი

დაიბადა 1991 წელს

თანამედროვე ირლანდიელი მწერლი და სცენარისტი, სალი რუნი 1991 წელს კასლბარში დაიბადა. განათლება დუბლინში, Trinity College-ში მიიღო, სადაც ინგლისურ და ამერიკული ლიტერატურა შეისწავლა.

როგორც თავად ამბობს, სამაგალითო სტუდენტი არასდოს ყოფილა, უნივერსიტეტში შესვლამდე დედას იმასაც კი უმტკიცებდა, 1920 წლამდე დაწერილს არაფერს წავიკითხავო, თუმცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დუბლინის სამების კოლეჯის გამორჩეულ კურსდამთავრებულთა შორის მოხვდა.

პირველი რომანი, რომელსაც მოგვიანებით „აბსოლუტური ნაგავი“ უწოდა, 15 წლისამ დაწერა. აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას კი მოგვიანებით, 2014 წელს მიუბრუნდა, როცა მუშაობა დაიწყო თავის სადებიუტო ნაწარმოებზე - „გასაუბრება მეგობრებთან“. წიგნი 2017 წელს გამოვიდა და მაშინვე დაიმსახურა მკითხველთა აღიარება. ავტორს მილენიანელების ხმა და სნეპჩეტის სელინჯერიც უწოდეს.

თუმცა რუნის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი 2018 წელს გამოქვეყნებული რომანი - „ჩვეულებრივი ადამიანები“ - გამოდგა. ესაა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი, რომელიც იმ მცირერიცხოვან ნაწარმოებთა შორისაა, რომლებმაც არა მხოლოდ მკითხველთა სიყვარული, არამედ კრიტიკოსების აღიარება და მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაც დაიმსახურეს. რომანი 2018 წლის ბუკერის გრძელ სიაში მოხვდა და იმავე წელს პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრიზების - Waterstones-ის, Costa Book Awards-ისა და ბრიტანული წიგნის პრემიის მფლობელი გახდა.

რომანის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაამძაფრა 2020 წელს BBC-ის დაკვეთით იგივე სახელწოდებით (Normal People) გამოსულმა სატელევიზიო სერიალმა.

აღწერა

რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ასე ბევრს, როცა საერთოდ არ იცნობენ არც საკუთარ თავს და არც ერთმანეთს? ფრენსისის, ბობის, ნიკისა და მელისას ურთიერთობა რეალურ ცხოვრებასა და ვირტუალურ სივრცეში ვითარდება.

ისინი უსასრულოდ სვამენ და ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და სვამენ, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ… სექსსა და მეგობრობაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, პოლიტიკასა და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე.

მიუხედავად იმისა, რომ ფრენსისი ცდილობს, თავისი ცხოვრება მკაცრად აკონტროლოს, მისი და მელისას ქმრის, ნიკის, უწყინარი ფლირტი სრულიად მოულოდნელად ვნებიან ურთიერთობაში გადაიზრდება და ფრენსისს დღევანდელი დღით ცხოვრების მტკივნეულ მომხიბვლელობას აღმოაჩენინებს.

„საუბრები მეგობრებთან“ სალი რუნის პირველი წიგნია. მან გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველის ყურადღება და ახალგაზრდა ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა.

ეს არის რომანი პიროვნების პრობლემებსა და ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ზოგჯერ ჩვენსა და იმ სურათს შორის, რომელსაც გარშემო მყოფებისთვის ვხატავთ, უზარმაზარი უფსკრულია.

ISBN 9789941308833
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

312

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…