Image Alt

წიგნები

სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს

8,90 

ზაფხულის არდადეგები მიილია და ბიჭუნა ბებიასგან კვლავ სტოკჰოლმში დაბრუნდა. სახურავის ბინადარი კარლსონი კი არ ჩანს. ბიჭუნა ნერვიულობს. ნუთუ მსოფლიოში უბადლო მეგობარმა მიატოვა? ნუთუ აღარ დაბრუნდება?! არამც და არამც! ბიჭუნას და კარლსონის მეგობრობას არაფერი ემუქრება.

არ არის მარაგში

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია

ზაფხულის არდადეგები მიილია და ბიჭუნა ბებიასგან კვლავ სტოკჰოლმში დაბრუნდა. სახურავის ბინადარი კარლსონი კი არ ჩანს. ბიჭუნა ნერვიულობს. ნუთუ მსოფლიოში უბადლო მეგობარმა მიატოვა? ნუთუ აღარ დაბრუნდება?! არამც და არამც! ბიჭუნას და კარლსონის მეგობრობას არაფერი ემუქრება. მათ ამ წიგნშიც საინტერესო თავგადასავალი ელით, მით უმეტეს, ახლა, როცა კარლსონს ახალი საზრუნავი აქვს: სვანტესონებთან დროებით გადმოსული ბუასახლისის გამოსწორება დაუსახავს თავის მთავარ ამოცანად.

ISBN 9789941304644
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

184

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,241 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.