Image Alt

წიგნები

საიდუმლო შვიდეული: შვიდეული დანაშაულის კვალდაკვალ (წიგნი 4)

7,90 

მთარგმნელი: მაია წითაძე

საიდუმლო შვიდეულის წევრები ისევ იკრიბებიან. საგამოძიებო საქმე თითქოს შემოელიათ და ფიქრობენ, შობამდე დასვენება გამოაცხადონ. პიტერის აზრით, ვეფხვის ბუნაგში დატრიალებული უცანაური ამბები გამოგონილი ჭორია, თუმცა ჯეკი ხვდება, რომ ამ ყველაფრის უკან შავბნელი საქმე იმალება.
მიჰყევი შვიდეულს კვლადაკვალ და მათთან ერთად ამოხსენი კიდევ ერთი დანაშაული.

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

ენიდ ბლაიტონი და  საიდუმლო შვიდეული მკითხველს მორიგ თავგადასავალს უმზადებენ! 

„საიდუმლო შვიდეულის” მკითხველებს კარგად გემახსოვრებათ, თუ როგორ ართმევდა თავს ათასგვარ.ხიფათს პიტერის, ჯანეტის, ჯეკის, ბარბარას, პამის, კოლინისა და ჯორჯისაგან შემდგარი საიდუმლო ჯგუფი. ეჭვი არც იმაში გვეპარება, რომ საყვარელი პერსონაჟების ახალ თავგადასავალსაც.მოუთმენლად ელით.

საიდუმლო შვიდეულის წევრები ისევ იკრიბებიან. საგამოძიებო საქმე თითქოს შემოელიათ.და ფიქრობენ, შობამდე.დასვენება გამოაცხადონ. ამჯერად ვეფხვის ბუნაგში რაღაც.ძალიან უცნაური ამბები ტრიალებს, საიდუმლო შვიდეული კი ვერაფრით ახერხებს ამ იდუმალი.მოვლენების ამოხსნას. პიტერის აზრით, ყველაფერი უბრალო ხუმრობაა, თუმცა ჯეკი ფიქრობს, რომ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ აქვთ, რადგან რაღაც უცნაურ საუბარს მოჰკრა ყური.

როგორც ჩანს, შვიდეული მორიგი იდუმალებისა და ხიფათის წინაშეა, რასაც ვინ იცის, როგორ გაუმკლავდებიან.

 ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. „საიდუმლო შვიდეული” „ცნობილ ხუთეულთან” ერთად ავტორის ყველაზე ცნობილი და ყველა ბავშვის საყვარელი სერიაა. სერიის პირველი წიგნი თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში 1949 წელს გამოიცა, ხოლო ქართული თარგმანი ახლახანს გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში.

მიჰყევი შვიდეულს კვლადაკვალ და.მათთან ერთად ამოხსენი კიდევ ერთი დანაშაული.

იცით, რას ნიშნავს აბრევიატურა „ს. შ.“? – ეს მსოფლიოში საუკეთესო საგამოძიებო ორგანიზაციის, „საიდუმლო შვიდეულის“ ინიციალებია. ბიჭებისა და გოგონების ამ გაერთიანებას საკუთარი პაროლი და ემბლემაც აქვს და მეთაურიც ჰყავს – ძალიან მამაცი და გონიერი ბიჭი პიტერი; მისი თაოსნობით ორგანიზაციის წევრებს ბევრი მძიმე დანაშაული გაუხსნიათ და უამრავი საქველმოქმედო საქმეც გაუკეთებიათ.

 

 

ISBN 9789941306037
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

111

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…