Image Alt

წიგნები

ქვიშის წიგნი

10,90 

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი

კრებული „ქვიშის წიგნი“  პირველად 1975 წელს გამოიცა და მას უკვე ასაკში შესული ავტორი  თავის საუკეთესო წიგნად მიიჩნევდა. მართლაც გასაოცარია ის ოსტატობა, დახვეწილი სტილი და ადამიანურ განცდათა ცოდნის ის უნარი, რასაც მწერალი აქ წარმოდგენილ მოთხრობებში ავლენს.

 

 

მარაგში

ხორხე ლუის ბორხესი

არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი 1899 წელს დაიბადა ბუენოს-აირესში. მას ახალი ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ დამაარსებელს უწოდებენ. მკითხველებისა და კრიტიკოსების დიდი ნაწილი კი ბორხესს უნივერსალურ მწერლად მიიჩნევს.

ბორხესმა მოთხრობებისა და ნოველების წერა 1930-იან წლებში დაიწყო და როგორც პროზაიკოსმა, მალევე გაითქვა სახელი. გარდა ამისა, ის წერდა ლექსებსა და ესეებს, თარგმნიდა ფოლკნერისა და კაფკას ნაწარმოებებს, ხელმძღვანელობდა ბუენოს-აირესის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ჰქონდა საკუთარი ჟურნალი. თავის ტრავმის გამო მწერალი ნაწილობრივ დაბრმავდა, თუმცა მუშაობა არ შეუწყვეტია.

ბორხესის მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებიც მრავალი სიმბოლოთი თუ ალუზიითაა სავსე, ლიტერატურულ ლაბირინთებს ადარებენ. მხატვრული პროზის გარდა მწერლის შემოქმედება მოიცავს ფილმებისა და წიგნების კრიტიკას, დეტექტიურ რომანს, მოკლე ბიოგრაფიებს, ფილოსოფიურ ესეებს მეტყველების, დიალოგის შესახებ და სხვ.

ხორხე ლუის ბორხესი გარდაიცვალა 1986 წელს ჟენევაში.

აღწერა

კრებული „ქვიშის წიგნი“  პირველად 1975 წელს გამოიცა და მას უკვე ასაკში შესული ავტორი  თავის საუკეთესო წიგნად მიიჩნევდა. მართლაც გასაოცარია ის ოსტატობა, დახვეწილი სტილი და ადამიანურ განცდათა ცოდნის ის უნარი, რასაც მწერალი აქ წარმოდგენილ მოთხრობებში ავლენს.

ხორხე ლუის ბორხესი (1899-1986)  ლათინური ამერიკის ახალი ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი ბრწყინვალე წარმომადგენლის სახელი უკვე დიდი ხანია გასცდა სამხრეთამერიკული ქვეყნების საზღვრებს და მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა  როგორც ფორმით, ასევე შინაარსობრივი ინოვაციებით. ბორხესის შემოქმედება მკითხველს აზროვნებისა და ფანტაზიის სრულიად ახალ, უკიდეგანო საზღვრებს უხსნის და სამუდამოდ ასამარებს აქამდე არსებული ტრადიციების ჩარჩოებს.

ISBN 9789941309830
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

129

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.