აღწერა
ნინო ჭანკვეტაძე – ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს ავტორი:
მოსწავლის რვეულში არის სავარჯიშოები:
- მოსასმენი და საკითხავი ტექსტის სელექციური და დეტალური გაგებისთვის;
- სავარჯიშოები გრამატიკასა და ლექსიკაზე სამუშაოდ;
- არის სატრანსფერო დავალებები წერის უნარის განსავითარებლად.
სავარჯიშოები მრავალფეროვანია, ღია და დახურული, ფაქტობრივი და სააზროვნო კითხვებით:
- ცხრილის შევსება;
- სიტყვებისა და ფრაზების დაკავშირება;
- გამოტოვებული ადგილებზე სიტყვების ჩასმა;
- ფრაზების ერთმანეთთან დაკავშირება;
- ლექსიკონის დახმარებით სიტყვების მნიშვნელობათა დაზუსტება;
- მოდელის/ნიმუშის მიხედვით ტექსტის შექმნა;
- წინადადებების შევსება, პოსტერის/ნახატის შექმნა;
- როლური თამაში;
- ვენის დიაგრამა;
- ლოგიკური და შემოქმედებითი სააზროვნო უნარების განვითარების ხელისშემწყობი აქტივობები;
- დისკუსიები კრიტიკული აზროვნებისთვის;
- თავისი ფანტაზიით ზღაპრის დაწერა;
- სწავლა თამაშით, სწავლა კეთებით.
ყველა მოსასმენი მასალა დაკავშირებულია თემებთან. არის როგორც სპეციალურად შექმნილი ჩანაწერები, ისე ავთენტური ვიდეოებიც. მოსასმენი მასალა, გარდა იმისა, რომ მოსმენის უნარის ავითარებს, ხშირად იმავე ლექსიკურ ერთეულებსა და გრამატიკულ კონსტრუქციებს შეიცავს, რომლებიც დამუშავებულია შესაბამისი თავის საკითხავ ტექსტში.
სახელმძღვანელოების სანიმუშო გვერდები შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ:
ქართული მეორე ენა 6
- მოსწავლის წიგნი
- მოსწავლის რვეული
- მასწავლებლის წიგნი
- აუდიო და ვიდეო მასალები
უფრო დეტალურად სახელმძღვანელოს შესახებ ნახეთ ვიდეო:
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.