Image Alt

წიგნები

ქართული ანბანი

25,90 

ასაკი: 4+

ყუთში იპოვით:

  • 33 წყვილ ფაზლს;
  • ქართულ ანბანზე შექმნილ გივი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსების წიგნს;
  • ქართული ანბანის პოსტერს.

„ქართული ანბანის“ ყუთში პატარებს დახვდებათ ორნაწილიანი ფაზლი, ანბანის პოსტერი და ლექსების წიგნი. ფაზლი შედგება ორი ნაწილისგან: ასოები და სიტყვები. პატარებმა ასოები უნდა დააწყვილონ შესაბამის სიტყვებთან; წიგნში ანბანის თითოეულ ასოზე შექმნილი ლექსები გივი ჭიჭინაძეს ეკუთვნის, ხოლო ანბანის პოსტერი დამხმარე მასალაა ფაზლის აწყობისა და ასოებისა და სიტყვების სწორად დასაწყვილებლად. ქართული ანბანის ყუთი საუკეთესო საშუალებაა ასო-ბგერების ამოცნობისა და დამახსოვრებისთვის.

მხოლოდ 11 ცალია მარაგში

გივი ჭიჭინაძე

1934-1999

გივი ჭიჭინაძე მე-20 საუკუნეში მოღვაწე ქართველი პოეტი და მსახიობი იყო. მან 1957 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1960 წელს ის თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიის თეატრში გადმოიყვანეს.

მსახიობობასთან ერთად, გივი ჭიჭინაძე ქმნიდა საყმაწვილო ლიტერატურას. პოეტი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, თუმცა, პირველი კრებული 1955 წელს გამოსცა.

გივი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსები და პოემები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მისი შემოქმედება დღესაც ძალიან პოპულარულია და პატარა მკითხველების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.

„სულაკაურის გამომცემლობამ“ ავტორის არაერთი საბავშვო წიგნების კრებული გამოსცა, რომელთა შორის არის „ჩემი პირველი ლექსები“. მის ლექსებს შეხვდებით, ასევე, „ქართული ანბანის“ ყუთში.

აღწერა

ამ ყუთში პატარები იპოვიან ორ ნაწილიან ფაზლს, ქართული ანბანის პოსტერს და წიგნს გივი ჭიჭინაძის ლექსებით, რომელშიც თითოეულ ასო-ბგერაზე ლექსს შეხვდებიანილუსტრირებული პოსტერის დახმარებით ბავშვები ისწავლიან ქართული ანბანის თანმიმდევრობას. ორ ნაწილიანი ფაზლი კი საშუალებას მისცემს მათ, რომ მარტივად დააწყვილონ ასო-ბგერა სიტყვასთან და ქართული ანბანის სწავლის პარალელურად ლექსიკური მარაგიც გაიმდიდრონ.   

ყუთში მოთავსებული თითოეული კომპონენტი ეკოლოგიურად სუფთაა და უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. ფაზლი კი, დამზადებულია სქელი მუყაოსგან, რაც პატარებს მის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას მისცემს.  

მკითხველი გირჩევთ:

ქაღალდის თვითმფრინავი
ქაღალდის თვითმფრინავი

 

 

ISBN 9789941304613
ყდის ტიპი

ყუთი

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.80 X 21.00

გვერდების რაოდენობა

32

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.942 kg
ზომები 1.5 × 28 × 24 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…