პროფესორის საყვარელი ფორმულა
10,90 ₾
მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი
პროფესორი ბრწყინვალე მათემატიკოსია, რომლის მეხსიერება თავის ტრავმის შემდეგ მხოლოდ 80 წუთს გრძელდება. ყოველ დილით ის და მისი ახალგაზრდა, გონიერი მოსამსახურე, რომელსაც 9 წლის ბიჭი ჰყავს, ხელახლა ეცნობიან ერთმანეთს და მათ შორის უცნაური მეგობრობა ყალიბდება.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესორის მოგონებები ყოველი 80 წუთის შემდეგ იშლება, მის ტვინს წარსულიდან ჯერ კიდევ შემოუნახავს ულამაზესი მათემატიკური განტოლებები და მათი ამოხსნის უზადო, დახვეწილი გზები. რიცხვების უსასრულო მწკრივი მოსამსახურესა და მის შვილს უცხო თვალისგან საიმედოდ დაცული პოეტური სამყაროს კარს უღებს.
მარაგში
იაპონია
დაიბადა 1962 წელს
იოკო ოგავა ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა თანამედროვე იაპონურ მწერლობაში. მისი ნაწარმოებები როგორც იაპონურ, ისე მსოფლიოს წამყვან ლიტერატურულ პერიოდიკაში (The New Yorker, A Public Space, Zoetrope: all-Story) 1980-იანი წლებიდან იბეჭდებოდა. დღემდე მწერალმა გამოაქვეყნა 20-ზე მეტი ნაწარმოები და მიიღო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი იაპონური ლიტერატურული პრემია.
ნობელიატი მწერლის, კენძაბურო ოეს შეფასებით: „იოკო ოგავას მშვიდი, თუმცა მძაფრი პროზა ადამიანის ფსიქოლოგიის უნაზეს მხარეებს ასახავს.“
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.