Image Alt

წიგნები

ფუტკრების ამბავი

16,90 

მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე

ინგლისი, 1852 წელი – უილიამი, ბიოლოგი და მცენარეების თესლეულის მაღაზიის მფლობელი, ცდილობს, ააგოს ახალი ტიპის სკები, რომლებიც მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილებს და მას და მის ოჯახს პატივსა და დიდებას მოუტანს.

აშშ, 2007 წელი – მეფუტკრე ჯორჯი მედგრად იბრძვის ფერმის გადასარჩენად და სჯერა, რომ საოჯახო ფერმის ხსნა მხოლოდ მის შვილს შეუძლია.

ჩინეთი, 2098 წელი – თაო მომავლის ჩინეთში ხეხილის თითოეულ ყვავილს ხელით მტვერავს მას შემდეგ, რაც წლების წინ ფუტკრები გაქრნენ. თაოს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ მისმა შვილმა განათლება მიიღოს და მასზე უკეთ იცხოვროს.

მარაგში

აღწერა

თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის, მაია ლუნდეს „ფუტკრების ამბავი“ ანტიუტოპიური რომანია, რომელშიც აღწერილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სამი ოჯახის ყოფა გლობალური კრიზისის ფონზე. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, ჩვენი თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით სამყაროში მიმდინარე შეუქცევადი პროცესები, მარცხი, გამარჯვება და იმედი – რომანის უმთავრესი თემებია.

„ფუტკრების ამბავი“ ნორვეგიელი მწერლის „კლიმატური კვარტეტის“ პირველი წიგნია, რომელიც 35 ქვეყანაში გამოიცა და რამდენიმე ჯილდო და მკითხველების სიყვარული დაიმსახურა.

ISBN 9789941308864
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

460

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.