Image Alt

წიგნები

ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?

7,00 

რევაზ ინანიშვილი (1926-1991) – მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მწერალი, მცირე პროზის დიდოსტატია. მოთხრობების გამოქვეყნება სტუდენტობიდან, 25 წლის ასაკიდან დაიწყო. მოთხრობებთან ერთად, წერდა სცენარებს კინოფილმებისთვის და თარგმნიდა საბავშვო პროზას. მის სიცოცხლეშივე გამოიცა მოთხრობების არაერთი კრებული და ითარგმნა სხვადასხვა ენაზე.

მისი პერსონაჟები – ქალაქისა თუ სოფლის მცხოვრები ქალები, კაცები თუ ბავშვები, ცხოველები, ფრინველები და მცენარეებიც – გულითა და ფიქრით უდიდეს სევდას, სიხარულს, სიყვარულს, მარტოობას, ოცნებებს დაატარებენ და მკითხველსაც უზიარებენ.

გთავაზობთ, ასევე, ინანიშვილის მოთხრობების სხვა კრებულებს: „მოთხრობები სიყვარულზე”, „მოთხრობები ქალებზე” და „კეთილი ბებერი ბუები და სხვა მოთხრობები”.

არ არის მარაგში

საქართელო

რევაზ ინანიშვილი

დაიბადა 1926 წელს

რევაზ ინანიშვილი დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. თერთმეტი წლისა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილებასა და მწერალთა კავშირში. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჟურნალი „დილას“ რედაქტორი.

კრებული პირველი მოთხრობები 1953 წელს გამოაქვეყნა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რევაზ ინანიშვილი 1991 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

აღწერა

„რჩეული მოთხრობები” მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა, რომელიც, მათ შორის, ინანიშვილის მოთხრობების კრებულს “ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?” მოიცავს.

სერიაში იხილავთ ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.

კრებულის სარჩევი

პატარა ბიჭი გოლგოთაზე

ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?

კოშკი, კარი რომ აღარ აბია არსაით

ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება

ლარა

ლამაზი ცრემლები

კიტრის ქურდი

ძალიან უბრალო სიმღერა

თოვლი

ჩიტების გამომზამთრებელი

იმედის ჩიტები

უკუღმა დაჭედილი

ბღუკები

ცეტები

საბრალო ბიძაჩემი

ჩაჩაურის წასვლა

მარტოობის სიმღერა

ხელისგულებით ნალესი ქოხი

დათია და გოგია

შუშის ნამსხვრევი

როცა ტყეს ძარცვავენ…

წისქვილში რომ წავედი

ზამთარი

შავი ალაყაფი

წვეთები ფოთლებზე

ქრისტეს პერანგი

უშიშარი ბიჭი იოსება

ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი

დედა

შველი ზამთარში

თეთრი ყანჩა

შორი თეთრი მწვერვალი

ღორის დაკვლა

მგლის მოკვლა

არაგვი წმინდა წყალია

ISBN 9789941307157
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

327

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…