Image Alt

წიგნები

პეპი გამგზავრებას აპირებს

8,90 

წაიკითხეთ ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი გოგო.

არ არის მარაგში

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

პეპი ისევ ვილა „ვილეკულაში“ ცხოვრობს, ეს კი ნიშნავს, რომ პატარა ქალაქში საოცარი ამბები გრძელდება. მხოლოდ ამ მხიარულ გოგოს შეუძლია ერთ დილას ადგეს და ბავშვებისთვის 39 კილოგრამი ტკბილეული და უამრავი სათამაშო იყიდოს; ყველაზე მხიარული თამაში – „ურჩხულობანა“ მოიგონოს; დაღლილი ცხენის შეუბრალებელი პატრონი თუ მოხუცების მჩაგვრელი ჰაერში აბურთაოს, ვეფხვი კი კნუტივით წაიყვანოს გალიისკენ… მაგრამ გაგრძელდება სასწაულები პატარა ქალაქში? პეპის ხომ მოულოდნელად სტუმარი ეწვევა…

წაიკითხეთ ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი გოგო.

ISBN 9789941370298
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

128

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.