Image Alt

წიგნები

პატარა პრინცი

7,90 

მთარგმნელი: მერაბ ფიფია

ანტუან დე სენტეგზიუპერისპატარა პრინციყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კისაფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი.

მარაგში

დაამატე შეკვეთას და მიიღე სპეციალური ფასდაკლება

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები

ზაფხულის ერთ დღეს დარელების ოჯახი წვიმიანი ინგლისიდან აიყარა და საბერძნეთის მზიან კუნძულს, კორფუს მიაშურა; სწორედ ამ კუნძულზე შეიგრძნო გარესამყაროს სილამაზე ცხოველთა სამყაროთი გატაცებულმა 10 წლის ჯერიმ. ჯერის ოჯახის ექსცენტრიკული წევრები კი მისი „ზოოლოგიური დღიურის“ განსაკუთრებულ „ეგზემპლარებად“ იქცნენ. წიგნში „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ დარელების ოჯახის საბერძნეთის პატარა კუნძულზე ცხოვრების ხუთწლიანი სახალისო ისტორიაა მოთხრობილი.

არ არის მარაგში

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

დაიბადა 1900 წელს

ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერიმ იეზუიტური სკოლის დასრულების შემდეგ, ხელოვნების სკოლაში არქიტექტურული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ 1921 წელს ჯარში გაიწვიეს, რამაც საფუძვლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ეგზიუპერი მფრინავის მოწმობას იღებს და რამდენიმე წელიწადში „აეროპოსტალის“ პილოტი ხდება, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კი რამდენიმე მნიშვნელოვან საბრძოლო გაფრენასაც ასრულებს, ხოლო მოგვიანებით ნიუ-იორკში გადადის საცხოვრებლად, სადაც თავის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებ „პატარა პრინცს“ წერს.

„პატარა პრინცი“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ამბებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

აღწერა

ანტუან დე სენტეგზიუპერისპატარა პრინციყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კისაფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი.

როგორც ცნობილია, ეგზიუპერი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სამხედრო პილოტად მსახურობდა და ამიტომ მიიჩნევენ, რომ მის ამ ალეგორიულ მოთხრობაში სწორედ საავიაციო გამოცდილებიდან მიღებული დეტალებია ჩართული. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

საფრანგეთში ანტუან დე სენტეგზიუპერის ეს ნაწარმოები XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. იგი თარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე, მათ შორის, ბრაილზეც.

ამ გამოცემაში გთავაზობთ ავტორის ილუსტრაციებით გაფორმებულ ახალ ქართულ თარგმანს.

ISBN 9789941309427
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

104

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.