Image Alt

წიგნები

ორლანდო

19,90 

ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა უცნაურ ზემოქმედების ძალას _ აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში.  ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ.

არ არის მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ვირჯინია ვულფი

1882 - 1941

ვირჯინია ვულფი - მე-20 საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი 1882 წელს კენსინგტონში დაიბადა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ვულფი შეუერთდა ხელოვანთა გაერთიანებას „ბლუმსბერის ჯგუფი“. შეიძლება ითქვას, ჯგუფის უმთავრესი ფიგურა სწორედ ვირჯინია ვულფი გახლდათ, თუმცა მის გვერდით იყვნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანებიც (ლიტონ სთრეიჩი, ჯონ მეინარდ კეინსი, ედუარდ ფორსტერი და ა.შ.).

ვულფის ნაწარმოებები მის სიცოცხლეშივე აღიარეს და ინგლისური ლიტერატურის ოქროს ფონდშიც შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ტანჯავდა, მისი ნაწარმოებები დღემდე უმნიშვნელოვანეს ტექსტებად ითვლება ფემინიზმის, სექსუალობისა და სხვა საკითხების ღრმა ანალიზის კუთხით.

ვირჯინია ვულფის ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე. სხვადასხვა პერიოდში გადატანილმა არაერთმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ თუ დეპრესიამ 1941 წელს იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

აღწერა

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა უცნაურ ზემოქმედების ძალას _ აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში.  ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ.

ვირჯინია ვულფი (1882-1941) აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მწერლად და ნოვატორად. იგი ცნობილ ინტელექტუალთა „ბლუმსბერი ჯგუფის“ დამფუძნებელია. ჯეიმზ ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა „ცნობიერების ნაკადის“ სტილი ლიტერატურაში (რომანები „გზა შუქურისკენ“, „მისიზ დელოვეი“, „ტალღები“ და სხვ.).

„ორლანდო“ სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად…
ვირჯინია ვულფის ამ რომანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ლიტერატურაზე და იგი დღესაც მუდმივი მჯელობის და კვლევის საგანია.

 

 

ISBN 9789941239519
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.5 X 21.5

გვერდების რაოდენობა

286

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,456 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.