Image Alt

წიგნები

ორ ზღვას შუა

11,90 

მარი ბექაურის იუმორისტული მოთხრობების კრებულში თავმოყრილი სასაცილო თუ ახირებული ამბები, ერთი შეხედვით, აბსურდულია.

რაც უნდა დაუჯერებლად ჩანდეს, თუ დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ მსგავსი ისტორიები თქვენ გარშემოც არაერთხელ მომხდარა.

 

მარაგში

არტიკული: 9789941372711 კატეგორია: ჭდე: , , , ,

საქართველო

მარი ბექაური

დაიბადა 1990 წელს

მარი ბექაურმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2014 წელს გახდა ფსიქოლოგიის მაგისტრი. მუშაობდა სცენარისტად ქართულ ტელესერიალზე ქერჩი.

მოგვიანებით უძღვებოდა რადიოგადაცემას- ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. არის მოთხრობების კრებულისა და სამი რომანის ავტორი.

მისი რომანი ანას მომენტი თარგმნა და გამოსცა შვედურმა გამომცემლობამ.

აღწერა

ორ ზღვას შუა იყო ერთი პატარა ქვეყანა, სადაც დიდსა თუ პატარას ერთმანეთთან კამათს და ლაზღანდარობას არაფერი ერჩივნა.
კამათობდნენ და ოხუნჯობდნენ ყველაფერზე, მათ შორის, მათთვის სრულიად უცნობ საკითხებზეც. ხშირად ისე გაცხარდებოდნენ, საქმე ერთმანეთის ლანძღვა-გინებამდეც მიდიოდა.

მოკლედ, ამ ქვეყანაში დიდად ტაშფანდურა ხალხი ცხოვრობდა. ცხადია, ასეთ უცნაურ ხალხს ამბებიც საარაკო გადახდებოდა ხოლმე. ზოგი თავად იყო ამ ამბების შემოქმედი, ზოგიც მათში უნებურად ეხვეოდა.

მარი ბექაურის იუმორისტული მოთხრობების კრებულში თავმოყრილი სასაცილო თუ ახირებული ამბები, ერთი შეხედვით, აბსურდულია.

რაც უნდა დაუჯერებლად ჩანდეს, თუ დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ მსგავსი ისტორიები თქვენ გარშემოც არაერთხელ მომხდარა.

ISBN 9789941372711
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13 x 19.5

გვერდების რაოდენობა

172

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…