Image Alt

წიგნები

ობობას ბუდეების ბილიკი

14,90 

მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე

„ობობას ბუდეების ბილიკი“ 23 წლის იტალო კალვინოს მონათხრობია იტალიის „წინააღმდეგობის მოძრაობაზე“, ომზე, სევდიან, ბრაზიან, სახლს დანატრებულ პარტიზანებზე; ეს იძულებით ნაადრევად გაზრდილი, სევდიანი პატარა ბიჭის ამბავია, ბავშვის, რომელიც ყველას მეგობარია და, ამავე დროს, ყველაზე მარტოა, რომელმაც იცის, რა სასტიკები არიან ადამიანები, მაგრამ თან ახსოვს, რომ დედა კეთილი იყო; ბავშვის, რომელიც მეგობარს ეძებს, რომ პისტოლეტის ამბავს მოუყვეს და ობობას ბუდეები აჩვენოს, ეძებს „დიდ, პურივით რბილ და თბილ ხელს“, რომელსაც თავის პატარა, შეშინებულ ხელს ჩაჰკიდებს და იმედისკენ გაჰყვება.

იტალო კალვინო (1923-1985) იტალიელი მწერალი და ესეისტი, მეოცე საუკუნის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალია. მასთან დაკავშირებით ხშირად ახსენებენ ნეორეალიზმსა და პოსტმოდერნიზმს, თუმცა თავად ერიდებოდა საკუთარი ნაწერების კლასიფიკაციას ლიტერატურული მიმდინარეობების მიხედვით. კალვინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწერებს შორისაა: „ბარონი ხეზე“, „განახევრებული ვიკონტი“, „არარსებული რაინდი“, „მარკოვალდო“, „კოსმოკომიკური ამბები“, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“.

იტალო კალვინოს პირველი რომანი „ობობას ბუდეების ბილიკი“ პირველად გამოიცემა ქართულად.

მარაგში

არტიკული: 9789941373992 კატეგორია: ჭდე:

იტალია

იტალო კალვინო

1923 - 1985

იტალო კალვინო თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია. იტალიური პოსტმოდერნული პროზა სწორედ კალვინოს რომანებით იღებს სათავეს.

იგი ახალგაზრდობაში ნაცისტურ ოკუპაციას ებრძოდა, შემდეგ კი თანამედროვეობის გამორჩეულ მწერლად ჩამოყალიბდა. ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიელი მწერალია, როგორც იტალიელი, ისე უცხოელი მკითხველისთვისაც.

იტალო კალვინო უპირველესად ცნობილია ტრილოგიით „ჩვენი წინაპრები“, აგრეთვე რომანებითა და კრებულებით: „მარკოვალდო“, „ობობას ქსელის ბილიკები“, „უხილავი ქალაქები“, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“, „კოსმოკომიკური ამბები“, „იტალიური ზღაპრები“ და სხვ.

ISBN 9789941373992
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

207

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.