Image Alt

წიგნები

ნუ მოკლავ ჯაფარას

14,90 

ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის  რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას’ თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

მარაგში

ა.შ.შ.

ჰარპერ ლი

1926 - 2016

ნელ ჰარპერ ლი დაიბადა ალაბამაში, ქალაქ მონროვილში. იგი ავტორია ნაწარმოებებისა „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „მიდი, დააყენე დარაჯი“. პირველს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია სხვადასხვა ასაკის მკითხველისათვის. რაც შეეხება მეორეს, წიგნი ავტორის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოვიდა და უდავოდ წლის ლიტერატურული მოვლენა იყო 2015 წელს.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. ჰარპერ ლის სხვა უამრავი ჯილდო და პრემიაც მიუღია, მათ შორის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, რომელიც ბარაკ ობამამ გადასცა. ავტორმა ხელი შეუწყო თავის უახლოეს მეგობარს, ტრუმენ კეპოუტის სამწერლო კარიერის წამოწყებაში.

ჰარპერ ლის მამაც ატიკუს ფინჩივით ადგილობრივი იურისტი იყო და, ჭყიტას მსგავსად, თვითონაც დაუდეგარი ბავშვი გახლდათ. წიგნში მომხდარი ამბებიც დიდწილად მისი ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. გამოცემიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს ნაწარმოები დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანისტურ ნაწარმოებად, რომელიც შემდგომ თაობებშიც პოულობს ახალ-ახალ მკითხველებს.

აღწერა

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის  რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას’ თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

 

ISBN 9789941232503
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

384

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,439 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.