Image Alt

წიგნები

ნორვეგიული დღიური

10,90 

არჩილ ქიქოძის წიგნი ნორვეგიაში მოგზაურობის შესახებაა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოგზაურობა მოგზაურობამდე, სივრცეში ფიზიკურ გადაადგილებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ბავშვობის ოცნება ჩრდილოეთის სახელოვანი და უსახელო გმირების შესახებ, ლიტერატურული შთაბეჭდილებები წაკითხული წიგნებიდან, ნამდვილი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის მოგონებები ქმნიან პალიმფსესტს, სადაც წაკითხული და განცდილი, წიგნი და ბუნება, ბავშვობა და ზრდასრული ასაკი, ნორვეგია და საქართველო ერთმანეთში ირეკლებიან. ალბათ ეს გაუთავებელი
ურთიერთარეკვლა ქმნის იმ დაძაბულობის განცდას, რომელსაც არჩილ ქიქოძე „ზამთრისპირის მოხეტიალე სევდას“ ეძახის. საიდან მოდის ეს სევდა, რომელიც ამასთანავე სიხარულიცაა?

მარაგში

საქართველო

არჩილ ქიქოძე

დაიბადა 1972 წელს არჩილ ქიქოძემ უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი სწავლობდა თბილისის კინოსა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, კინოსაოპერატორო, ხოლო შემდეგ კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე. იყო სამაშველო სამსახურის წევრი და მონაწილეობდა სამთო-სამაშველო ექსპედიციებში. არის ფოტოგრაფი, გიდი და მსახიობი. მისი სამწერლო კარიერა მე-20 ს-ის 90-იან წლებში დაიწყო. არის რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი. თავის ნაწარმოებებში ის აღწერს საქართველოს დაფარულ და ღია მშვენიერებას, საზოგადოების ნაკლოვანებებსა და ღირსებებს. გაუცხოება თაობათა შორის, მოგზაურობა, დაუსრულებელი ძიება კითხვებზე პასუხებისა - ესაა თემები, რომლებსაც მწერალი ეხება თავის მოთხრობებში. მისი პირველი რომანი სამხრეთული სპილო 2016 წელს გამოიცა, რისთვისაც მწერალმა ლიტერატურული პრემია ლიტერა დაიმსახურა (2017). რომანმა სამხრეთულმა სპილომ აღიარება მოიპოვა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. იგი თარგმნილია გერმანულ, პოლონურ, აზერბაიჯანულ, ბულგარულ და რუმინულ ენებზე.

აღწერა

არჩილ ქიქოძის “ნორვეგიული დღიური” ნორვეგიის მთებში, ქოხში დაიწერა. ეს დოკუმენტური პროზის ნიმუშია, რომელიც სკანდინავიის ამ დიდებული ქვეყნის, მისი ბუნების, ყოფისა და კულტურის შესახებ მოგვითხრობს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ესაა “მსუბუქად და სიხარულით დაწერილი” ტექსტი, სადაც მწერალი გვიჩვენებს საკუთარი თვალით დანახულ ნორვეგიელ მწერლებს, მოგზაურებს, იქაურ კულტურას, ფლორასა და ფაუნას – ყველაფერს, რაც, ამ ქვეყნის კულტურულ თუ ყოფით ესთეტიზმს ქმნის. ამ ყველაფერს კი ერწყმის ავტორის ფიქრები და ნააზრევი ცხოვრებასა და ადამიანებზე.

არჩილ ქიქოძისთვის დამახასიათებელი თხრობის ოსტატური მანერა და ტექსტის მიმზიდველი თემატიკა წიგნს ნებისმიერი მკითხველის საყვარელ საკითხავად აქცევს.

“მოგზაურს და ტურისტს მიდგომა განასხვავებს: ტურისტი იმპერიალისტია, ის დასაპყრობადაა ჩამოსული; მოგზაურმა ისიც არ იცის, სახლში დაბრუნდება თუ არა.

არჩილ ქიქოძის წიგნი ნორვეგიაში მოგზაურობის შესახებაა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოგზაურობა მოგზაურობამდე, სივრცეში ფიზიკურ გადაადგილებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ბავშვობის ოცნება ჩრდილოეთის სახელოვანი და უსახელო გმირების შესახებ, ლიტერატურული შთაბეჭდილებები წაკითხული წიგნებიდან, ნამდვილი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის მოგონებები ქმნიან პალიმფსესტს, სადაც წაკითხული და განცდილი, წიგნი და ბუნება, ბავშვობა და ზრდასრული ასაკი, ნორვეგია და საქართველო ერთმანეთში ირეკლებიან. ალბათ ეს გაუთავებელი
ურთიერთარეკვლა ქმნის იმ დაძაბულობის განცდას, რომელსაც არჩილ ქიქოძე „ზამთრისპირის მოხეტიალე სევდას“ ეძახის. საიდან მოდის ეს სევდა, რომელიც ამასთანავე სიხარულიცაა?

მოგზაური, ტურისტისგან განსხვავებით, არის ადამიანი, რომელიც გადალახავს მიჯნას. მიჯნა, რომელიც მატერიალურთან ერთად
წარმოსახვითიცაა, ყოველთვის საბედისწეროა, ბედის საზღვარია.არჩილ ქიქოძე კი არის ადამიანი, რომელმაც ამ მიჯნის გადაკვეთის საიდუმლო შეიძლება განიცადოს და სხვებსაც მოუყვეს.”

ზაალ ანდრონიკაშვილი
ლიტერატურათმცოდნე

 

ISBN 9789941306662
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

154

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…