Image Alt

წიგნები

მზე, მთვარე და პურის ყანა

16,90 

„სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები“.
თემურ ბაბლუანი, „მზე მთვარე და პურის ყანა“
(მანუშაკა მელოდება)

 

მარაგში

დაამატე შეკვეთას და მიიღე სპეციალური ფასდაკლება

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა

ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.

საქართველო

თემურ ბაბლუანი

დაიბადა 1948 წელს

თემურ ბაბლუანი გამოჩენილი რეჟისორი და მსახიობია. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს ფილმით უძინართა მზე. ამ ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი მოიპოვა. 90-იან წლებში ბაბლუანი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

მან 2013 წელს დაიწყო მუშაობა რომანზე მზე, მთვარე და პურის ყანა, რომელიც 2018 წელს გამოვიდა და მალევე გახდა ბესტსელერი. რომანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველი მკითხველის მხრიდან.

აღწერა

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.
ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

ხმოვანი ვერსიის ნაწყვეტის მოსასმენად დააჭირე აქ

პრემია საბა 2019
ISBN 9789941239472
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

496

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,495 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • ნეფერტარი
    ბედუინი
    14,90