Image Alt

წიგნები

მუმინების ხეობა და მისი ბინადრები

14,00 

გაინტერესებთ, სად იპოვის მუმინტროლი უკანასკნელ გველეშაპს, რატომ გადაყრის სმუსმუმრიკი ჰატიფნატების თესლებს ჰემულის პარკში ან ვინ გადაარჩენს ფრეკენ სნორკს? წაიკითხეთ მუმინებისა და მათი მეგობრების სიკეთით სავსე ამბები, რომლებიც მუმინების ხეობაში ხდება – იქ, სადაც ყველას სიხარულით მიუწევს გული.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941303036 კატეგორია: ჭდე: , ,

ფინეთი

ტუვე იანსონი

1914 - 2001

ტუვე იანსონი ფინეთის ყველაზე ცნობილი მწერალი და მხატვარია. მის წიგნებს, რომლებიც სულ მცირე, ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი, დღეს მთელ მსოფლიოში კითხულობენ. ტუვე იანსონის მიერ შექმნილ მუმინებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სუვენირების, ტანსაცმლის, სამკაულისა თუ აქსესუარების გარდა, არსებობს მუმინების თემატური პარკები და კაფეებიც. ტუვე იანსონის წიგნების კითხვისას სრულიად ახალ, ჯადოსნურ სამყაროში ვხვდებით, რომელიც, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ჩვენს სამყაროს. თუმცა ფინელი მწერლის შემოქმედება სწორედაც რომ ადამიანური სწრაფვების, სევდისა თუ სიხარულის შესახებაა და ნებისმიერი ასაკის მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ჰპირდება.

აღწერა

გაინტერესებთ, სად იპოვის მუმინტროლი უკანასკნელ გველეშაპს, რატომ გადაყრის სმუსმუმრიკი ჰატიფნატების თესლებს ჰემულის პარკში ან ვინ გადაარჩენს ფრეკენ სნორკს? წაიკითხეთ მუმინებისა და მათი მეგობრების სიკეთით სავსე ამბები, რომლებიც მუმინების ხეობაში ხდება – იქ, სადაც ყველას სიხარულით მიუწევს გული.

ISBN 9789941303036
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

21.50 X 27.00

გვერდების რაოდენობა

126

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,749 კგ
ზომები 1,5 × 21,5 × 27 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.