Image Alt

წიგნები

მწვანე ტბის ბანაკი

12,90 

მთარგმნელი ნინო ბეგაშვილი

ილნეტსების საგვარეულო წყევლამ და მასთან დაკავშირებული უიღბლობების წყებამ გვარის უმცროს წარმომადგენელს, სტენლი ილნეტსსაც უწია, შედეგად თავი დიდ ხათაბალაში გაყო, უფრო სწორად, „ხათაბალა“ პირდაპირ თავზე დაეცა.

მარაგში

აღწერა

მოზარდთა გამოსასწორებელ კოლონიაში – მწვანე ტბის ბანაკში მოხვედრილი სტენლი ყოველდღე თითო ორმოს თხრის, სხვა არაერთი წინააღმდეგობის გადალახვაც უწევს და თანდათან მისი ყოველი დღეც ერთ დიდ ორმოს ემსგავსება.

საერთოდ, რისთვის მიდიან მწვანე ტბის ბანაკში? მწვანე ტბის ბანაკი ცუდი ბიჭების ბანაკია. თუ ცუდ ბიჭს აიძულებ, ყოველდღე, პაპანაქება სიცხეში, ორმოები თხაროს, ის კარგი ბიჭი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ასე ფიქრობს…

„მწვანე ტბის ბანაკი“ დღეისათვის მოზარდთა ლიტერატურის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიიჩნევა და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 2003 წელს მის მიხედვით ფილმიც გადაიღეს.

ISBN 9789941371103
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

გვერდების რაოდენობა

224

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.