Image Alt

წიგნები

მშვიდობით, სომერსეტ!

„მშვიდობით, სომერსეტ!“ არმაზ ბეკარის ფსევდონიმით შექმნილი თანამედროვე ქართველი მწერლის, რეზო ჯორბენაძის, მოთხრობების კრებულია. თხზულებების ნაწილი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და დახვეწილი თხრობის მანერით, მომხიბლავი სიუჟეტებითა და გამოკვეთილი ხასიათებით გამოირჩევა. სწორედ ეს ღირსებები განსაზღვრავს ამ ორიგინალური ნაწარმოებების შთამბეჭდაობას. მახვილგონივრული, ნატიფი გემოვნებითა და ღრმა ერუდიციის წყალობით გადმოგვცემს ავტორი იმ რეალობას, რომელშიც პირადი და საქვეყნო ჰარმონიულად შერწყმია ერთმანეთს, რომელშიც ყველა მოვლენა ერთნაირად მნიშვნელოვანიცაა და უმნიშვნელოც…

90-იანი წლების სიდუხჭირე, უკვე ჩავლილი პანდემია, დრამატული სურათები და ეპიზოდები მონაცვლეობენ ამ ღრმააზროვანი განსჯით სავსე თხზულებებში; და გიჩნდება სიცოცხლის წარმავლობით გამოწვეეული უძირო და მარადიული სევდა; და ეს სევდა ისეთი გაუსაძლისია, ლამის ტკივილსა და დარდში ჩაგძიროს…

„მომავალი ილუზიაა, რომელიც ან იარსებებს, ან – არა. თუ იარსებებს, არ ვიცით, როგორი იქნება. ერთადერთი ხელჩასაჭიდი და რეალური მხოლოდ აწმყოა. ამიტომაც ადამიანებმა აქ და ახლა უნდა ვიცხოვროთ, მხოლოდ იმ წამით, რომელიც დგას; და თან ისე, რომ თითქოს ეს წამი უკანასკნელია“.

კატეგორია:
ISBN არ არის
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2024

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

201

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.