მონანიება
19,90 ₾ 10,00 ₾
მთარგმნელი: ანა აბულაშვილი
21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის – სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.
არ არის მარაგში
გაერთიანებული სამეფო
დაიბადა 1948 წელს
იენ მაკიუენი წელს დაიბადა ინგლისში, ჰემფშირში. ბავშვობის დიდი ნაწილი ავტორმა გაატარა აღმოსავლეთ აზიაში, გერმანიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში - ქვეყნებში, სადაც მამამისს ამწესებდნენ არმიიდან. ინგლისში დაბრუნებისა და განათლების მიღების შემდგომ წერას მიჰყო ხელი.
მისი პირველი ნამუშევრები 70-80-იან წლებში ძალზე მძაფრი იყო და გამოხმაურებაც შესაბამისი ჰქონდა. მისი პერსონაჟები ხშირად ექსტრემალური ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ და ამის გამო ავტორს „იენ მაკაბრიც“ კი შეარქვეს. ბოლო წლებში მისი ნაწარმოებები დროსთან რელევანტურია და აქტუალურ საკაცობრიო საკითხებს შეეხება.
რამდენიმე ნაყოფიერად გატარებული სამწერლო ათწლეულის, უამრავი ჯილდოსა და აღიარების შემდეგ, მაკიუენი დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანელი მწერალია.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.