Image Alt

წიგნები

მოხუცების ადგილი აქ არ არის

12,90 

კორმაკ მაკარტის რომანი „მოხუცების ადგილი აქ არ არის“  გახლავთ  იგავი – მოდერნიზებული ვესტერნი, რომელშიც ავტორი ამერიკული კრიმინალური რომანის ჩარჩოებს სცდება, თხრობას უფრო მრავალფეროვანს ხდის და ერთდროულად საუბრობს როგორც ბიბლიასავით ძველ, ისე თანამედროვე, ცოცხალ და აქტუალურ თემებზე.

არ არის მარაგში

ა.შ.შ.

კორმაკ მაკარტი

დაიბადა 1933 წელს

კორმაკ მაკარტი დაიბადა როუდ აილენდზე, აშშ-ში. მას თავისი თაობის დიდ ოთხეულს მიაკუთვნებენ თომას პინჩონთან, დონ დელილოსა და ფილიპ როთთან ერთად.

მაკარტის ტექსტები ამერიკის სამხრეთის ცხოვრებაზეა - იმ მაგიურ მხარეზე, რომელიც ხალხს ხშირად აფრთხობს, თუმცა კი ამოუხსნელი მიზიდულობაც აქვს. ნავთობკომპანიებისთვის უსაზღვრო კაპიტალის, წინა საუკუნეებში გამდიდრების ციებ-ცხელებაშეყრილი ხალხისთვის ოქროს, ხოლო კარგი ხელოვანისთვის შთაგონების ნამდვილი საბადოა. მაკარტიც წინ გვიშლის იმ ღია და თვალწარმტაც სივრცეებს, რომლებიც ბევრ ჩვენგანს მხოლოდ ეკრანებზე თუ უნახავს. ტექსტებიდან შესანიშნავად ჩანს მწერლის საოცარი ერუდიციაც.

მაკარტის მაგნუმ ოპუსს, „სისხლიანი მერიდიანს“, დამსახურებულად იხსენიებენ მელვილისა და მისი „მობი დიკის“ გვერდით. სიკვდილი და სიცოცხლე, ბუნება და ადამიანი, ადამიანის შესაძლებლობების საზღვრები - ეს მარადიული თემები გვხვდება მაკარტისთან, თუმცა მისეული ხედვა ამ უძველესი საკითხებისა არასდროს გაცვდება ისევე, როგორც თავად ეს თემები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორმაკ მაკარტი არა მხოლოდ მე-20 საუკუნის, არამედ, ზოგადად, ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.

აღწერა

მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი

თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, პულიცერის.პრემიის ლაურეატ კორმაკ მაკარტის რომანის „მოხუცების ადგილი აქ არ არის“  გმირი, ვიეტნამის ომის.ვეტერანი ლუელინ მოსი, ტეხასის მთებში ანტილოპებზე ნადირობისას.გადააწყდება ბანდიტური გარჩევის კვალს – გვამებს, ნარკოტიკებს.და კეისს ორი მილიონი დოლარით. იგი ცდუნებას.ვერ უძლებს, ფულს იღებს და გარბის.

ლუელინს აედევნება დემონური კილერი ჩიგური, ხოლო ამ უკანასკნელს ფეხდაფეხ.მისდევს შერიფი ბელი… კორმაკ მაკარტის ამ რომანის მიხედვით ძმებმა კოენებმა.გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი ხავიერ ბარდემის, ჯოშ ბროლინისა და.ტომი ლი ჯონსის მონაწილეობით. 2008 წელს ფილმმა არაერთი.პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდო.მოიპოვა, მათ შორის ოთხი „ოსკარი“.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941305603
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

288

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,244 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • რობერტო ბოლანიო
    ველური დეტექტივები
    24,90