Image Alt

წიგნები

მოგზაურობა ყარაბაღში

11,90 

ეს წიგნი პირველად 1992 წელს, საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე დროს გამოიცა და ამიტომ ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი დარჩა, მაგრამ ლიტერატურის მოყვარულებს კარგად ახსოვთ იგი. ზოგი კი მიიჩნევს, რომ “მოგზაურობა ყარაბაღში” მწერლის საუკეთესო რომანია. შეიძლება ასეცაა, რადგან ოც წელზე მეტი ხნის შემდეგაც ისეთივე ინტერესით იკითხება, ისეთსავე მძაფრ ემოციებსა და სევდას იწვევს, როგორსაც მაშინ, იმ ავბედით დროს.

არ არის მარაგში

საქართველო

აკა მორჩილაძე

დაიბადა 1966 წელს

აკა მორჩილაძე გიორგი ახვლედიანის ფსევდონიმია. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის კრიტიკოსი, სპორტული ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა: უცნობი საქართველო, იონას საქართველო, თბილისის კართან. პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით მოგზაურობა ყარაბაღში და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები.

ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები.

გამოცემულია მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული. რომანებმა მოგზაურობა ყარაბაღში, სანტა-ესპერანსა, მადათოვი, ობოლე, მესაიდუმლის ქამარი, ქართულის რვეულები, ჩრდილი გზაზე, ძველი გულებისა და ხმლისა, Maid in Tiflis, მამლუქი, კუპიდონი კრემლის კედელთან დიდი მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ეს ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე.

აკა მორჩილაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით. პროფესიით ისტორიკოსი, იგი კარგად იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას; მოგვითხრობს ისეთი ამბების შესახებ, რომლებიც თითქოს გაუგონარი და უცხოა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ახლობელი და გასაგებია მკითხველისათვის.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო წარდგენილი იყო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, აკა მორჩილაძემ წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა.

რომლითაც მან დასავლეთს ქართული კულტურა და მწერლობა დაანახვა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ქართველი მკითხველი.

აკა მორჩილაძეს რამდენჯერმე მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო რომანისთვის: შენი თავგადასავალი (2003), სანტა-ესპერანსა (2005), ვენერას სიზმარი (2006), Maid in Tiflis (2008), ობოლე (2012), კუპიდონი კრემლის კედელთან (2019) და, ასევე, ილიაუნის ლიტერატურული პრემია რომანისთვის მამლუქი (2010).

მწერალი ამჟამად ცხოვრობს და საქმიანობს ლონდონში.

აღწერა

აკა მორჩილაძის ნამდვილი სახელი და გვარია გიორგი ახვლედიანი. დაიბადა თბილისში 1966 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა საქართველოს ისტორიას, მუშაობდა ჟურნალისტად რამდენიმე გაზეთში. გამოცემული აქვს 20-ზე მეტი წიგნი. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის 2003, 2005, 2006, 2008, 2012 წლებში პრემია “საბა” წლის საუკეთესო რომანისთვის. 2010 წელს მიიღო ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია რომანისთვის “მამლუქი”.

ეს წიგნი პირველად 1992 წელს, საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე დროს გამოიცა და ამიტომ ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი დარჩა, მაგრამ ლიტერატურის მოყვარულებს კარგად ახსოვთ იგი. ზოგი კი მიიჩნევს, რომ “მოგზაურობა ყარაბაღში” მწერლის საუკეთესო რომანია. შეიძლება ასეცაა, რადგან ოც წელზე მეტი ხნის შემდეგაც ისეთივე ინტერესით იკითხება, ისეთსავე მძაფრ ემოციებსა და სევდას იწვევს, როგორსაც მაშინ, იმ ავბედით დროს.

ISBN 9789941238833
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

188

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,206 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.