Image Alt

წიგნები

მკვდარი არმიის გენერალი

16,90 

მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი

1960-იანი წლების დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ერთ იტალიელ გენერალს, მღვდლის თანხლებით, რომელიც ასევე იტალიის არმიის პოლკოვნიკია, ალბანეთში გზავნიან ომის დროს დაცემული თანამემამულეების ცხედრების საპოვნელად და მათ გადასასვენებლად სამშობლოში, იტალიაში. მისია ძნელი, საინტერესო და მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება.

მარაგში

ალბანეთი

ისმაილ კადარე

დაიბადა 1936 წელს

ისმაილ კადარე უდიდესი ალბანელი მწერალია. მის შემოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპული ლიტერატურისთვისაც. იგი დაუპირისპირდა ადგილობრივ ტოტალიტარულ ხელისუფლებას, რაც აისახა მის ნაწარმოებებში ენვერ ხოჯას მმართველობის პერიოდშიც კი, როცა კადარე ალბანეთში ცხოვრობდა. მისი ადრეული ნაწარმოებები იკრძალებოდა და გასაკონტროლებლად ის იძულებით ჩარიცხეს ლეიბორისტულ პარტიაში. 1975 წელს პოლიტიკური ლექსის გამოქვეყნებისთვის გარკვეული ხნით ფიზიკური შრომა მიუსაჯეს. კომუნიზმის დამხობის შემდეგ კადარე სანახევროდ საფრანგეთში გადასახლდა.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია, მათ შორის 2005 წელს - ბუკერის ჯილდო, 2015 წელს - იერუსალიმის პრიზი და სხვ. 2016 წელს მას საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა.

ისმაილ კადარეს ხშირად ასახელებენ ნობელის პრემიის მიღების სავარაუდო პრეტენდენტთა შორის.

აღწერა

„მკვდარი არმიის გენერალი“ ავტორის პირველი რომანია, რომელიც 1962-1966 წლებში დაწერა.

1960-იანი წლების დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ერთ იტალიელ გენერალს, მღვდლის თანხლებით, რომელიც ასევე იტალიის არმიის პოლკოვნიკია, ალბანეთში გზავნიან ომის დროს დაცემული თანამემამულეების ცხედრების საპოვნელად და მათ გადასასვენებლად სამშობლოში, იტალიაში. მისია ძნელი, საინტერესო და მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება.

ისმაილ კადარე ალბანელი მწერალი, პოეტი, ესეისტი და სცენარისტია. დაიბადა ალბანეთის სამხრეთში 1936 წელს. წერა ძალიან ახალგაზრდამ, 1950-იანი წლებიდან დაიწყო.

მისი ნაწარმოებები ორმოცდაათამდე ენაზეა თარგმნილი.

ISBN 9789941371332
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13,0X19,5

გვერდების რაოდენობა

307

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.