Image Alt

წიგნები

მივიწყებულნი

6,50 

„მივიწყებულნი“ მათე სარალიშვილის სადებიუტო რომანია. წიგნის მთავარი გმირი, 27 წლის ლუკა, ცხოვრებისგან აღარაფერს ელის – წარსულში გადატანილი ტრავმის შემდეგ მისთვის ყველაფერი ერთფეროვანი გამხდარა.

მარაგში

საქართველო

მათე სარალიშვილი

დაიბადა 1999 წელს

მათე სარალიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია. მიღებული აქვს სტუდენტური კონფერენციის ჯილდო ნაშრომისთვის ტრამვაი სახელად სურვილი. არის ინტერ-რელიგიური დიალოგის საპატიო ელჩი და ალან ბლუმის ჯილდოს მფლობელი აკადემიური მიღწევებისთვის. 2019 წელს ავტორმა გამოსცა ლექსების კრებული და ერთი ვრცელი პოემა სახელწოდებით საკურთხეველი, რომლის მიხედვითაც მალევე დაიდგა სპექტაკლი თავისუფალი სივრცის თეატრში. 2021 წელს ავტორის სადებიუტო რომანი, მივიწყებულნი, გამოიცა. 2023 წელს ქართულად თარგმნა და გამოსცა გერმანელი თეოლოგის, რუდოლფ ოტოს წიგნი „წმიდა“ (Das Heilige),

მათე სარალიშვილი იყო დრამერი მუსიკალურ პროგრესივ მეტალ ბენდში, Nocturne-ში, ხოლო 2015-2017 წლებში უკრავდა Waldorfschule-ის გერმანულ-ქართულ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად საქართველოსა და გერმანიაში, სადაც ასრულებდა როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე მუსიკას.

აღწერა

„მივიწყებულნი“ მათე სარალიშვილის სადებიუტო რომანია. წიგნის მთავარი გმირი, 27 წლის ლუკა, ცხოვრებისგან აღარაფერს ელის – წარსულში გადატანილი ტრავმის შემდეგ მისთვის ყველაფერი ერთფეროვანი გამხდარა.

ერთ დღეს მანქანაში მძინარეს მოულოდნელად კივილის ხმა გამოაფხიზლებს. ეს ხმა ლუკას ყოველდღიურობას თავდაყირა აყენებს და დააფიქრებს წარსულზე, სიყვარულზე, მშობლებზე და ბავშვობის დროინდელ მეგობარზე. ის იძულებულია, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, გაისროლოს ისარი თუ არა?

მათე სარალიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია. გამოცემული აქვს ლექსების კრებული და ერთი ვრცელი პოემა სახელწოდებით „საკურთხეველი“ (2019), რომლის მიხედვითაც დაიდგა სპექტაკლი „თავისუფალი სივრცის თეატრში“.

„დიდი ქალაქი, კარგი ბიჭი, განცდები, ციხე და ბედისწერა. ამ წიგნის ამბები სწორედ ბედისწერის და მასთან ბრძოლის, ან ვერბრძოლის ამბებია. ვგრძნობთ და ვიცით, რომ ახალგაზრდები სხვანირად ხედავენ, განიცდიან, წერენ. მათეც თავისი თაობის ადამიანია: რომანი, მისი თვალთახედვით, ტკივილით, რაღაცნაირი მდუმარებით მოთხორბილი აუტანელი თავგადასავალი გამოსულა. თუმცა, ეს აუტანლობა, ძალიან ჩუმიცაა ხოლმე, უჩინმაჩინში გახვეული. ეგებ ეს დიდი ქალაქის მივიწყებული შვილების, ათიათასობით შეუმჩნეველი სულის მონათხრობიც იყოს. დანარჩენი კი დამწერის და მკითხველის საქმეა: მიღება, განცდა და თანამონაწილეობა.“

აკა მორჩილაძე

ISBN 9789941306969
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

200

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…