Image Alt

წიგნები

მიო, ჩემო მიო

8,90 

ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს… ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ კიტოს უნდა შეებრძოლოს…

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941159671 კატეგორია: ჭდე: , , ,

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: ქეთევან იაშვილი

ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს… ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ კიტოს უნდა შეებრძოლოს…

წაიკითხე ეს საოცარი თავგადასავალი და შეიყვარე მამაცი და კეთილი მიო!

ISBN 9789941159671
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2013

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

136

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,167 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.