Image Alt

წიგნები

მგოსანი ბიდლის ზღაპრები

9,90 

ზღაპრების ამ თვალწარმტაც წიგნში წარმოდგენილი ხუთი ჭკუის სასწავლებელი ამბავი ჯადოქრების ცბიერებაზე, გულისტკივილსა თუ მოხერხებულობაზე მოგვითხრობს. მგოსანი ბიდლის მიერ შუა საუკუნეებში შედგენილ კრებულს, რომელიც რუნულიდან ჰერმიონ გრეინჯერმა თარგმნა, ალბუს დამბლდორმა დამატებითი კომენტარები დაურთო. აღნიშნულ გამოცემას ასევე ერთვის ჯ. კ. როულინგის შესავალი, შენიშვნები და ილუსტრაციები.

არ არის მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

ჯ.კ. როულინგი - „ჰარი პოტერის“ საყოველთაოდ აღიარებული წიგნების ავტორია. სერიის შექმნის იდეა 1990 წელს, მატარებლით მგზავრობისას დაებადა და შვიდწიგნეულის პირველი ნაწილის - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ - წერას შეუდგა, რომელიც 1997 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა.

სერიის დასრულებას კიდევ 10 წელი დასჭირდა, ის 2007 წელს ბოლო ნაწილის - „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ - გამოსვლით დაგვირგვინდა. სერიასთან ერთად ჯ.კ როულინდგმა ქველმოქმედების მიზნით კიდევ ორი მომცრო წიგნი - "ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია" და "ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი" დაწერა, მწერლის მიზანი საქველმოქმედო ორგანიზაციების, Comic Relief-ისა და Lumo-ის დახმარება იყო.

მისი თანაავტორობით დაიწერა სასცენო პიესა - „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“, რომელიც წიგნადაც გამოიცა. ჯ.კ. როულინგის ბიბლიოგრაფიის ნაწილია 2020-2021 წლებში ბავშვებისთვის დაწერილი ზღაპრები - The ickbog-ისა და The Christmas Pigs, რომლებიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მასვე ეკუთვნის ზრდასრული მკითხველებისთვის შექმნილი კრიმინალური ქრონიკები. ჯ.კ. როულინგს მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.

აღწერა

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ზღაპრების ამ თვალწარმტაც წიგნში წარმოდგენილი ხუთი ჭკუის სასწავლებელი ამბავი ჯადოქრების ცბიერებაზე, გულისტკივილსა თუ მოხერხებულობაზე მოგვითხრობს. მგოსანი ბიდლის მიერ შუა საუკუნეებში შედგენილ კრებულს, რომელიც რუნულიდან ჰერმიონ გრეინჯერმა თარგმნა, ალბუს დამბლდორმა დამატებითი კომენტარები დაურთო. აღნიშნულ გამოცემას ასევე ერთვის ჯ. კ. როულინგის შესავალი, შენიშვნები და ილუსტრაციები.

ISBN 9789941239298
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

118

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,152 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…