Image Alt

წიგნები

მეც მინდა დაიკო ან ძამიკო

6,50 

ასაკი: 3+

პეტერი დაიკოს ან ძამიკოს ინატრებს და სულ მალე პატარა ლენას მოუყვანს დედა. ერთი ციცქნა არსება სულ ჩხავის, დედას და მამას კი მაინც ძალიან უყვართ. პეტერს გული სწყდება, ნეტავ, და-ძმის ნაცვლად სამთვლიანი ველოსიპედი მესურვაო.

მარაგში

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

ასაკი: 3+

მთარგმნელი: თამარ მაისურაძე

პეტერი დაიკოს ან ძამიკოს ინატრებს და სულ მალე პატარა ლენას მოუყვანს დედა. ერთი ციცქნა არსება სულ ჩხავის, დედას და მამას კი მაინც ძალიან უყვართ. პეტერს გული სწყდება, ნეტავ, და-ძმის ნაცვლად სამთვლიანი ველოსიპედი მესურვაო.

თუმცა, იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე…

„საბავშვო ბიბლიოთეკა“ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ „სულაკაურის გამომცემლობა“ გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას.

ISBN 9789941305665
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

19.50 X 24.00

გვერდების რაოდენობა

32

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,234 კგ
ზომები 1,5 × 19,5 × 24 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.