Image Alt

წიგნები

მექსიკური დღიური

13,90 

ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დავწერე თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა. „მექსიკური დღიური“ მონატრებამ დამაწერინა. მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა – არჩილ ქიქოძე.

მარაგში

საქართველო

არჩილ ქიქოძე

დაიბადა 1972 წელს არჩილ ქიქოძემ უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი სწავლობდა თბილისის კინოსა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, კინოსაოპერატორო, ხოლო შემდეგ კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე. იყო სამაშველო სამსახურის წევრი და მონაწილეობდა სამთო-სამაშველო ექსპედიციებში. არის ფოტოგრაფი, გიდი და მსახიობი. მისი სამწერლო კარიერა მე-20 ს-ის 90-იან წლებში დაიწყო. არის რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი. თავის ნაწარმოებებში ის აღწერს საქართველოს დაფარულ და ღია მშვენიერებას, საზოგადოების ნაკლოვანებებსა და ღირსებებს. გაუცხოება თაობათა შორის, მოგზაურობა, დაუსრულებელი ძიება კითხვებზე პასუხებისა - ესაა თემები, რომლებსაც მწერალი ეხება თავის მოთხრობებში. მისი პირველი რომანი სამხრეთული სპილო 2016 წელს გამოიცა, რისთვისაც მწერალმა ლიტერატურული პრემია ლიტერა დაიმსახურა (2017). რომანმა სამხრეთულმა სპილომ აღიარება მოიპოვა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. იგი თარგმნილია გერმანულ, პოლონურ, აზერბაიჯანულ, ბულგარულ და რუმინულ ენებზე.

აღწერა

ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დავწერე თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა. „მექსიკური დღიური“ მონატრებამ დამაწერინა. მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა.

ეს არც ტურისტული გზამკვლევია და არც რომანი, მე თვითონაც არ ვიცი, რა ჟანრისაა წიგნი, რომლის წერაც მხოლოდ სიხარული იყო ჩემთვის, ისევე როგორც ქვეყანა, რომლის ხალხის და ბუნების აღწერაც გავბედე – არჩილ ქიქოძე.

ISBN 9789941371080
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13,00X19,50

გვერდების რაოდენობა

231

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.